"წყალტუბოს და აბასთუმნის აღორძინება კერძო ბიზნესით ვერ მოხდებოდა, რომ არა ბატონი ბიძინას საქველმოქმედო მიდგომა" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 19:04, 04 Nov, 2019     786

წყალტუბოს და აბასთუმნის აღორძინება და საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი საკურორტო ქალაქების განვითარება, რაც წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, მხოლოდ კერძო ბიზნესის ინვესტიციით ვერ განხორციელდებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის სოციალური ინვესტიცია და მისი საქველმოქმედო მიდგომა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს გააჩნია უდიდესი ტურისტული განვითარების პოტენციალი, შესანიშნავი ბუნება, მდიდარი კულტურა, საკურორტო ადგილები, ტრადიციები და ამას ხშირად ვამბობთ ხოლმე.

თუმცა, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, იმისთვის, რომ ეს პოტენციალი სრულფასოვნად იქნას ათვისებული და მსოფლიოსთვის შეთავაზებული, მხოლოდ კერძო ბიზნესის ინიციატივა არ არის საკმარისი, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს და მაღალი რისკებია.

„სწორედ ასეთ დროს ბატონ ბიძინას საქველმოქმედო ინიციატივები არის ის ბაზა, ლოკომოტივის ფუნქციის შემსრულებელი ის სოციალური ინვესტიცია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო სრულყოფილად განვავითაროთ ქვეყნის მთელი რეგიონები და კერძო ბიზნესიც ჩავაბათ ამ პროცესში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ამის ძალიან ნათელი მაგალითია თუნდაც ის ორი უპრეცედენტო ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია პირველი - აბასთუმნის არეალის განვითარებასთან და მეორე - ახლახან დაანონსებულ წყალტუბოს ფართომასშტაბიან აღორძინებასთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42