"უმნიშვნელოვანია ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტების როლი ქვეყნის განვითარებისთვის" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 18:26, 04 Nov, 2019     824

თბილისის მერი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.

კახა კალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონების გაძლიერების, ტურიზმისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

"სწორედ მსგავსი პროექტების პარალელურად იზრდება ტურისტული მიმართულება და უამრავი ადამიანი სტუმრობს ჩვენს დედაქალაქს. თბილისი არის ტურისტული ცენტრი და მსგავსი პროექტების განხორციელება არის უდიდესი საქმე. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით,"-აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე უპასუხა მედიის შეკითხვას, მთაწმინდის ფერდის გამწვანებასთან დაკავშირებით. კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესს უწოდებს.

"თბილისში დღეს გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამხმარ და დაავადებულ ხეებთან, განსაკუთრებით ფიჭვებთან დაკავშირებით. მერიამ დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც დაავადებული ფიჭვების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, თუმცა, პრობლემა მასშტაბურია. სამწუხაროდ, დაავადება, რომელიც ხეებს აქვს, გადამდებია და ჯანსაღი ხეებისთვის დამაზიანებელი. როგორც გითხარით, დაწყებული გვაქვს ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში დაავადებული ხეების მოჭრის სამუშაოები და მათი ჩანაცვლება. მთაწმინდა-კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ თვალსაზრისით. ასევე წყნეთის ფერდობზე გვაქვს პრობლემა, სადაც ფიჭვების დიდი ნაწილი გამხმარია. შესაბამისად, მისასალმებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, საკუთარი ფინანსებით განახორციელoს გამწვანების პროექტი, რაშიც, დაახლოებით, 15 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს. ჩვენ ბიზნესს არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულობისკენ, თანადგომისკენ, რადგან ეს საერთო პრობლემაა და მხოლოდ დედაქალაქის მერიის პრობლემა არ არის. ანუ, ეს იქნება ივანიშვილის პირადი ხარჯი, დაახლოებით 15 მლნ ლარის პროექტი განხორციელდება ახალი ხეების დასარგავად. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი და გალამაზდება მთაწმინდის ფერდი, რომელიც, გარკვეულწილად, დაავადებული ხეების გამო, პრობლემურ მდგომარეობაშია,"_განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42