"ქართუს" გაყიდვას 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს" - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "Entrepreneur Georgia-სთან" ინტერვიუში.
მისი თქმით, ბანკის დაარსების მიზანი მოგების მიღება არ ყოფილა და გათვლილი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებულ სუსტ საბანკო სისტემას ხელი შეწყობოდა და მისთვის დახმარება გაეწია.
ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ "ქართუ ბანკს" სხვა ქართული ბანკებისგან განსხვავებით, ჭარბი მოგება არასდროს ჰქონია.
"ქართუს" გაყიდვასაც 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქოს იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი "ქართუს" გაყიდვაზე მოგებით და მზად ვარ ბანკი ნომინალურ ფასად, ანუ იმ ფასად გავყიდო, რაც თავდაპირველად შევიტანე კაპიტალში. "ლიბერთი" ბანკმა გამოთქვა შეთავაზებული პირობით "ქართუს" ყიდვის ინტერესი, რაც მისასალმებელია. ეს კარგი იქნება საბანკო სისტემისთვის, რადგან მესამე, მძლავრი ბანკი ქვეყანას სჭირდება," - ამბობს "Entrepreneur Georgia-სთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






