საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და „Forbes Woman“-ის ორგანიზებით ანა ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:06, 04 Nov, 2019     1264

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „Forbes Woman“-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლგიების სააგენტოს ორგანიზებით, ანა ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: როგორ ყალიბდება წარმატებული ინოვაციური ეკოსისტემა. Royal Academy of Engineering-ის Enterprise-ის პროგრამის ხელმძღვანელმა სტარტაპებთან ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: რატომ ეკოსისტემა და რას ცვლის ეს ტერმინი საერთო განტოლებაში; ვისთვის არის უპირატესი ინოვაციური ეკოსისტემების არსებობა - სახელმწიფოსთვის, მსხვილი/მცირე/საშუალო ბიზნესისთვის თუ სტარტაპებისთვის; რა არის ის ძირითადი შეცდომები, რაც დამწყებმა ბიზნესმა შეიძლება თავიდან აიცილოს.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს ისეთი საინტერესო შეხვედერების ორგანიზებას, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპებს, მიიღონ ახალი ინფორმაცია, გაიზიარონ საინტერესო გამოცდილება, აღმოაჩინონ დამატებითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი შეხვედრა იყო ანა ავალიანის საჯარო ლექცია, რომელმაც საკუთარი და ასევე საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა ქართველ სტარტაპებს, მისცა რჩევები, თუ როგორ უნდა დაიწყონ და განავითარონ ბიზნესი. საქართველოს ბანკის მიზანიც სწორედ ესაა, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს არამხოლოდ საწყის, არამედ მის შემდგომ განვითარების ეტაპზე“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ანა ავალიანი განათლებით ჟურნალისტია. ჩივნინგის დაფინანსების მიღების შემდეგ, ანამ სწავლა კემბრიჯში გააგრძელა ‒ სწორედ იქ ისწავლა, როგორ შეიძლება საკუთარი ტექნიკური უნარებით ბიზნესთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა იმისთვის, რომ სტარტაპებს განვითარების რეალური შანსი მისცე. ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელსაც ანა ბეირუთში აკეთებდა, ლიბანის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობას გულისხმობდა. ბრიტანეთისა და ლიბანის ტექნოლოგიური ცენტრი ‒ ასე ერქვა პროექტს, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო მეწარმეობის მხარდაჭერაზე ‒ ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა მსოფლიო ბაზარზე ამ ქვეყნის სამეწარმეო ბაზისთვის გზა უფრო ადვილად გახსნილიყო. ამ დროისთვის UK Lebanon Tech Hub-ს მხარდაჭერილი ჰყავს 81 სტარტაპი; მოზიდული აქვს 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია; გენერირებული აქვს 52 მილიონი დოლარის შემოსავალი; შექმნილი აქვს 2000 სამუშაო ადგილი და მისი პორტფოლიოს ღირებულება ამ დროისთვის 224 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. დღეს ანა ავალიანი Royal Academy of Engineering-ის Enterprise-ის პროგრამას ხელმძღვანელობს. 2013-2019 წლების მთავარი რიცხვები კი ასეთია: 75 მხარდაჭერილი სტარტაპი; 400-ზე მეტი მაღალპროფილური ახალი სამუშაო ადგილი; სტარტაპების მიერ მოზიდული 130 მილიონ დოლარზე მეტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42