ყოფილი მეტროპოლიტის პეტრე ცაავას მოთხოვნას, წმინდა სინოდის სხდომის საჯაროდ განხილვას, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა საჯაროდ იმართებოდეს.
„სრულიად წარმოუდგენელია. სინოდის სხდომა არის შიდა საეკლესიო საკითხების განხილვა. ხშირად საეკლესიო თემების განხილვა საჯარო სივრცეში იწვევს ძალიან ბევრ გაუგებრობას. ეკლესიური აზროვნება არ არის მსგავსი იმისა, რასაც ერში ვართ მიჩვეული. რას ვგულისხმობ?- გასაგები არის თუ არა ყველასთვის, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ წმინდანების წამებას და სიკვდილს,- გასაგები და ლოგიკურია, რომ ვდღესასწაულობთ ღვთისმშობლის მიძინებას, ნათლისმცემლის თავის კვეთას? ჩვენ სხვა აზროვნებაში ვართ, ამიტომ შიდა საეკლესიო საკითხების გამოტანა საჯარო სივრცეში, სადაც ამ თემებზე იმსჯელებს ხალხი, ვისაც საერთოდ არ აქვს ეკლესიური აზროვნება და არ არიან ეკლესიის წევრები, იწვევს ძალიან დიდ გაუგებრობას. ამიტომ, სრულიად წარმოუდგენელია სინოდის სხდომა იმართებოდეს საჯაროდ" - აღნიშნა დეკანოზმა.
მასალის გამოყენების პირობები






