"ის რაც ეკლესიაში ხდება, უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, ეკლესიის მმართველობაში ხდება, (ეკლესია ქრისტეს სხეულია, იქ ვერ მოხდება...) რამოდენიმე მიზეზი აქვს - პირველი ის, რომ ალბათ ეკლესიის ჩარევას პოლიტიკაში თავისი ნეგატიური გამოვლინებები ახასიათებს და 2012-ის მერე ეს მოსალოდნელი იყო. მითუმეტეს ივანიშვილისგან, კაცის რომელსაც ვალში ყოფნა არ უყვარს და მოვალეს ანადგურებს ხოლმე... მეორე - ეკლესიის მართვაში პრობლემები ცხადად ჩანს და ჩანს, რომ თუნდაც საუუკუნეების სიღრმეში შექმნილი რჯულის კანონით მართვის წესების უგულებელყოფა უნდა დასრულდეს. მეუფე პეტრეს განცხადება? ბოდიში, ის მეუფეა და არავის ჩამოურთმევია ხარისხი, მომწონს თუ არა მისი განცხადება მაინც თავის ხარისხში მოვიხსენიებ, იყო გაბრაზებული, მრისხანების ფონზე ნათქვამი და ჩემთვის რომ ეკითხა Nika Gvaramia -ს, ვეტყოდი - არა, ბიძინას თამაში არ უთამაშია, უბრალოდ ბიძინას იაკობის განცხადებების ფონზე აწყობდა ყურადღების გადატანა და პეტრეს განცხადება ამაში დაეხმარა, თუ ვინმეს დააინტერესებს მამათმავლობის ამბავი, არ მჯერა და ერთს გაუსვამ ხაზს - უცოდველი ამ ქვეყნად არავინაა, მაგრამ ტყუილი ცოდვის მიკერებას კიდევ სხვა სახელი აქვს და არა მხილება! შედეგში ერთი რამე აშკარაა, ბიძინამ მოაწყო ბალამუტი, ვიღაც გამოადგა ამ პროცესში, ვიღაც არა, მაგრამ წუხანდელი მისვლით საპატრიარქოში ეს დააფიქსირა კიდეც, ჩვენ რას ვაკეთებთ?! ჩუკენობით ვართ დაკავებული?! ეკლესიის ტაქტიკა და მისდამი ჩვენი დამოკიდებულება იცვლება იმისდა მიხედვით თუ ვინ მართავს სახელმწიფოს დიოკლიტიანე თუ კონსტანტინე დიდი - ადგება ის ბრძოლის და მოწამეობრივ გზას, თუ იწყებს შენებას და რეფორმირებას თავის თავში. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქვეყანას მართავს დიოკლიტიანე!
მოდით შევთახმდეთ რა უფრო დიდი პრობლემაა - ის, რომ ბიძინა სპობს ყველაფერს ქართულს და მიადგა ეკლესიასაც, თუ რეფორმა ეკლესიაში რომელსაც ითხოვს დრო? ვფიქრობ ორივე საჭიროა, მაგრამ მთავარ მიზანს არ უნდა ავცდეთ - ივანიშვილის ხელისუფლების გაშვების გარეშე არცერთი არ გამოვა, არც საეკლესიო რეფორმა და ქართული სახელნწიფოც ხელიდან გამოგვეცლება!" - წერს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






