დღეს ,,ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აჭარის რეგიონალურ კონფერენციას, ბათუმში სასტუმრო ,,ჰილტონში" მართავს. პარტია აჭარის რეგიონში ახალ ხელმძღვანელს ირჩევს.
,,აჭარა ის რეგიონია, სადაც ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი ყოველთვის გამორჩეულად დიდი იყო. მოხარული ვარ რომ დღეს ამ რეგიონში ვირჩევთ ახალ რეგიონალურ ხელმძღვანელს.
2020 წლის არჩევნები გარდამტეხი იქნება არამარტო ,,ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობისთვის" არამედ სრულიად საქართველოსთვის.
გარდა უმძიმესი საგარეო პოლიტიკისა, დღეს ჩვენ გვაქვს მძიმე საშინაო პოლიტიკა.
როგორც ყველა სხვა დანარჩენი რეგიონასთვის, ასევე აჭარაში უმნიშვნელოვანესია რეგიონში იყოს სტაბილურობა. მნიშვნელოვანია ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკას არ ეწირებოდეს აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობა" - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ეკლესიაში მიმდინარე პრობლემებზე და პატრიარქს მხარდამჭერებთან ერთად თანადგომა გამოუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






