ლონგ-აილენდის ერთერთი სკოლის ამერიკული ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი რობ შვეიერი გუნდიდან მოხსნეს. საქმე იმაშია, რომ მისმა აღსაზრდელებმა მოწინაღმდეგე ანგარიშით 63:-13 დაამარცხეს.
ოლქში, სადაც სკოლა Plainedge High მდებარეობს, 3 წელია მოქმედებს წესი, რომ სასკოლო შეჯიბრების დროს გუნდის მწვრთნელმა, რომელიც მოწინააღმდეგეს 42 და მეტი ქულის სხვაობით დაამარცხებს, სპეციალურ კომისიას ამ გამარჯვების მიზეზები უნდა აუხსნას.
ამ წესის შემორებით, სასკოლო განათლებისა და სპორტის მესვეურები ცდილობენ, რომ აღმოფხვრან არასპორტული საქციელი და იმ მოსწავლეებს, რომელტა სკოლებშიც სპორტი არ არის შესაბამის დონეზე განვითარებული, მორალური ტრამვა არ მიაყენონ.
შვეიერი პირველია, ვინც ამ წესის გამო დაისაჯა. მას ბრალი დასდეს, რომ ანგარიშში დიდი სხვაობის მიუხედავად, მან მოედნიდან არ გაიყვანა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები და მეტოქე ბოლომდე დაჩაგრა.
მწვრთნელს ადგილობრივი სპორტის მესვეურები გამოექომაგენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ამგვარი წესები სპორტის განვიტარებას ვნებს.
შვეიერის გუნდს უახლოეს დღეებში ფინალური შეხვედრა ელის, რომელსაც მწვრთნელის გარეშე ჩაატარებს. დააბრუნებენ თუ არა შვეიერ მომავალ სეზონში, ჯერ უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები