აბაშიძე კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი იგივე დიპლომატების შემადგენლობით გაგრძელდება - ოპოზიცია ეროვნულ ინტერესების დაზიანებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 18:12, 02 Nov, 2019     1413
აბაშიძე კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი იგივე დიპლომატების შემადგენლობით გაგრძელდება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები აბაშიძე-კარასინის ფორმატში გრიგორი კარასინის მონაწილეობით გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა.

"მორიგი, რიგით 23-ე პრაღის შეხვედრა ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება,"- თქვა ხაზაროვამ ბრიფინგზე.

სპიკერის თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატმა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა.

"ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს ჰუმანიტარული, ტექნიკური კონტაქტები. ადამიანები სულ უფრო მეტად მიდიან ერთმანეთთან,"- თქვა ზახაროვამ.

მოსკოვის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოში ეკსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მათი თქმით, პირისპირ მოლაპარაკებებისას რუსეთს აქვს უფრო დიდი ბერკეტი, რომ საქართველოზე განახორციელოს ზეწოლა და შანტაჟი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვისი სახელი და გვარი გაჟღერდება მსგავს ფორმატებში, ვინაიდან საუბარია ოკუპანტ ქვეყანაზე ნებისმიერი წარმომადგენელი აუცილებლად გაატარებს კრემლის ინტერესებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია რა საჭიროა მსგავსი ფორმატები, როდესაც არსებობს ჟენევის ფორმატი სადაც საქართველოს პოზიცია და წარმომადგენლობა გაცილებით უფრო მკაფიოდაა წარმოდგენილი.

„ფორმატი, სადაც ჩვენ ვართ მარტო რუსეთთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ვართ სუსტები იმიტომ რომ ვართ ერთ-ერთ უძლიერეს ატომურ სახელმწიფოსთან, რომელიც ამერიკის და ევროპისნაირი ცივილიზებული კი არ არის, არის ბარბაროსული სახელმწიფო, რომელიც ბარბაროსულად იქცევა. ბუნებრივია, ის გააკეთებს ყველაფერს რომ ერთი ერთზე ხელი გადაგიგრიხოს. შესაბამისად, არ არის ეს ფორმატი ჩვენთვის მისაღები. ფორმატი რუსეთთან მოლაპარაკებებისა , საჭიროა იყოს ისეთი, როგორც არის ჟენევაში სადაც არიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები და ყველაფერი ხდება გაეროსა და ეუთოს თანდასწრებით“ - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე კი ამბობს, რომ ამ ფორმატით გაცილებით მაღალია ალბათობა იმისა, რომ დაგვჩაგრონ.

„ასე გაცილებით მაღალი ალბათობაა რომ ჩვენ დაგვჩაგრონ და როცა საქართველო წარმოდგენილია ამერიკასთან და ევროკავშირთან ერთად საერთაშორისო ფორმატში, სადაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები არიან ჩვენს გვერდით და ჩვენს ინტერესებს იცავენ. ამიტომ ჟენევის ფორმატია ის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც უნდა გავააქტიუროთ მუშაობა“ - აცხადებს ოთო კახიძე.

ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ზიანის მიყენების მცდელობა და დიპლომატიური ურთიერთობების ილუზია, რომელიც შესაძლოა კრახით დასრულდეს ასეთია პოლიტოლოგების შეფასება. მათი თქმით საქართველოს არ სჭირდება მსგავსი ფორმატის შეხვედრები, რადგან რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ საქართველო მასზე ეკონიმიკურად დამოკიდებული გახადოს.

„ამ ფორმატისადნმი თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ამან უფრო მეტი პრობლემები შეუქმნა საქართველოს და მეტი ზიანი მოუტანა ჩვენნი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. თვიდანვე რუსული მხრიდან ეს ფორმატი იყო იმისთვის გამიზნული, რომ შეექმნათ ცრუ აღქმა ილუზია, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ თითქოს რარაც პოზიტიური დინამიკა არსებობს მოლაპარაკებების. ახლა უფრო მეტად ღრმავდება ის პრობლემა ხდება სრული დეინსტიტუციონიზაცია. მანამდე საგარეოს ნაწილი იყო კარასინი, ახლა აღარ არის და გამოდის რომ მოლაპარაკებები ინსტიტუტებს მიღმა მიდის . კარასინი საქართველოს ტერირორიული რღვევის ერთ-ერთი მთავარი აღმასრულებელი იყო“ - აცხადებს ექსპერტი დავით სიხარულიძე.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუი ქეთელია აცხადებს, რომ რუსეთის ნებისმიერი დიპლომატი წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს და ინტერესებს და არ აქვს მნიშვნელობა ეს კარასინი იქნება თუ ვინმე სხვა.

„რუსეთი არის მთავარი მტერი საქართველოს სახელმწიფოებრიობის, აქედან გამომდინარე ნებისმიერი მისი დიპლომატი წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს და არ აქვს მნიშვნელობა ეს კარასინი იქნება თუ ვინმე სხვა. პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსეთთან ჰქონდეს არაფორმალური არხი დიალოგი და ეს კარასინი- აბაშიძის ფორმატი იყო მცდარი ფორმატი და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ხდებოდა მანიპულირება და გამოყენება რუსეთის მიერ“ - ამბობს ბათუ ქუთელია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ კარასინი 2013 წლიდან არის ჩართული მოლაპარაკებებში და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, რის შესაძლებლობასაც იძლეოდა ფორმატი.

„მოლაპარაკებებში ვინ იქნება წარმომადგენელი მართალი გითხრათ, დიდ ინტერესს არ წარმოადგენს, თუმცა, ფაქტია, რომ კარასინი 2013 წლიდან არის ამ მოლაპარაკებებში ჩართული. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, რაც შესაძლებელი იყო, რომ იმ ფორმატში გაკეთებულიყო. ვფიქრობ, მიიღეს გადაწყვეტილება არ შეეცვალათ თავისი წარმომადგენელი ამ მოლაპარაკებების ფორმატში. როდესაც საკითხები ეხება ისეთ თემას, როგორიც არის რუსეთის ბაზარზე საქართველოსთვის საკმაოდ მომგებიანი ყოფნის პირობები, რასაკვირველია, მომგებიანია ასეთი ფორმატის არსებობა. რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, ამასთან დაკავშირებით არსებობს ჩამოყალიბებული პოზიტიური აზრი, რომელიც აქვს ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს, აქ ზედმეტი კითხვები არ ისმევა. რაც შეეხება თავად კარასინს, კარასინის დიპლომატიურ მონაცემებზე მე ვერ შევჩერდები, არსებობს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს თავის სახელმწფოს და თავის სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატი ბოლოს 13 ივნისს პრაღაში შედგა. აგვისტოში გრიგორი კარასინს 70 წელი შეუსრულდა და სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, მას საჯარო თანამდებობის დატოვება მოუწია. ამ დრომდე უცნობი იყო, როგორ გაგრძელდებოდა მოლაპარაკების ფორმატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42