სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის კობა თარაშვილის დაჭრის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის, პაატა მაჭარაშვილის ოჯახი ირწმუნება, რომ თარაშვილი დაკავებულის კუთვნილ საწყობში მივიდა და ორი ტომარა ხორბლის უსასყიდლოდ წაღება უნდოდა.
„შეშლილი სახე ჰქონდა, რაღაც შემემთხვაო. მოჰყვა, რომ დაყაჩაღების მიზნით შემომიცვივდნენო. ადამიანი სცემა, დედა შეაგინა. ჩემი ქმარი უდანაშაულოა, იმ კაცს მფარველები ჰყავს და უნდოდა ჩემი ქმრისთვის წაერთმია ხორბალი. მივიდნენ სცემეს და შერაცხყოფა მიაყენეს. დღევანდელი ხელისუფლების სახელს იყენებენ.
მთელი სოფელი ფეხზე დადგება, აქციებს დავიწყებთ, გამოუშვან ჩემი ქმარი. მოკვლა რომ სდომოდა მხარში კი არა სხვა ადგილას ესროდა", - აცხადებს დაკავებულის მეუღლე.
ბრალდებებს უარყოფს სოფელ მირზაანის რწმუნებული აკაკი თარაშვილი.
"ვენაცვალე მარჯვებნაში, გარდაცვლილი დედა შეაგინა"- აცხადებს რწმუნებული.
მაღალჩინოსანი არ უარყოფს, რომ მისმა შვილმა თარასვილს პირველმა დაარტყვა.
"ჩემს შვილს ორი ტომარა ხორბალი უნდა ეყიდა, თითქმის უკვე წამოსვლას აპირებდა, რომ უთქვამს ეს ხორბალი შერეული მარცვალია და არ გვინდაო, რაზეც მეპატრონემ შეაგინა. ჩემა შვილმა ვერ მოითმინა და გაარტყა. ეს იყო და ეს. ჩაჯდა მანქანაში და წამოვიდა.სოფლის ცენტრში დაეწია და ესროლა. 200 სული ძროხა გვყავს და როგორ ფიქრობთ, ორ ტომარა ხორბალს ვერ იყიდიდა? - განაცხადა სოფელ მირზაანის რწუნებულა აკაკი თარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






