"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გავარამია მთავარი პროკურატურა დატოვა.
გვარამიამ ახალი ბრალის წარდგენის შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ უწყებას უკვე ჩვევაში აქვს, რომ დაკითხვის გარეშე წაუყენონ ბრალდება.
"ეს არის მანქანა, რომელიც მე არ მიყიდია. ვინც იყიდა აქ არის, ჩემი ძაღლი არა, ჩემი მეუღლე, რომელიც საერთოდ დაკითხული არ არის. პროკურატურას ჩვევაში აქვს უკვე, რომ მე არ დამკითხოს და ისე წამიყენოს ბრალი. იქნებ რამე განსაკუთრებული მტკიცებულება მაქვს ან საერთოდ ვაღიარებ ბრალს. საქმე ისაა, რომ ეს მანქანა ნაყიდი მაქვს. პროკურატურასთან ერთადერთი კითხვა მქონდა, რომ რაც თვითონ მოიგონეს ბრალი, ეს ვარიანტიც რომ არ დამეტოვებინა და პრემიის სახით ამეღო მანქანა ან თანხა და მერე ეს მანქანა მეყიდა, რას შვრებოდნენ? დანაშაულოს შემადგენლობა ხომ არ დგებოდა მათი აზრის სტანდარტითაც კი.ამაზე ცხადია პასუხი არ არის. ეს მანქანა ჩემი საკუთრება არ იყო, ჯერ არ მქონდა ნაყიდი, განვადებ მქონდა და ვერ გადავიხადე, დავაბრუნე და ვიხდი ჯარიმას. ეს არის მთელი ისტორია" - აღნიშნა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






