"ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 627 ოჯახს ბინები სიმბოლურ ფასად გადაეცემა" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 20:51, 01 Nov, 2019     752

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 627 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები, რომელშიც ისინი დღეს ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად გადაეცემა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესაბამისი ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა, რაზეც მთავრობის მხარდაჭერა მიიღო.

„627 ოჯახს ჩვენ სიმბოლურ ფასად გადავცემთ იმ ბინებს, სადაც ისინი დღეს არიან განთავსებული და დავუმკვიდრებთ სახელმწიფო საკუთრებაში დღეს არსებულ ამ ქონებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ჩვენც ვმონაწილეობთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, 627 ოჯახს გადაეცემა 665 უძრავი ნივთი (ზოგიერთ ოჯახს ძირითად საცხოვრებელ ფართთან ერთად გადაეცემა დამხმარე ფართებიც.

გადასაცემი ქონება მდებარეობს შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: თბილისი (გლდანი, თემქა, საბურთალო, სამგორი, ვარკეთილი, წყნეთი), ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, მცხეთა, დუშეთი, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ახალციხე, ბორჯომი, ზესტაფონი, სამტრედია, თერჯოლა, წყალტუბო, მარტვილი და ჩხოროწყუ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42