მთავრობის ადმინისტრაციასთან აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია „გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ" გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა დოლიძეა.
პეტიცია 25 წლამდე პირების ონლაინ და სახმელეთო კაზინოში შეშვებას, რეკლამირების აკრძალვას, ელექტრონულ აზარტულ თამაშებზე რეგისტრაციის გამკაცრებასა და კაზინოებისთვის სპეციალური ტერიტორიების განსაზღვრას ეხება.
კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ შემდეგი შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს:
1. აიკრძალოს 25-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის შესვლა აზარტული სათამაშო დაწესებულებებში, მონაწილეობა და რეგისტრაცია
2. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ უზრუნველყოს ლუდომანიით დაავადებულთათვის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის ცხელი ხაზის შექმნა.
3. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ყველა ტიპის მედიასაშუალებაში და ასევე გარე რეკლამების განთავსებას ბილბორდებზე, ავტობუსებზე და ა.შ
4. პირველი ნოემბერი გამოცხადდეს აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის დღედ
მასალის გამოყენების პირობები






