გიორგი მამალაძის ადვოკტმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ, წერილი გააცნო.
მისი თქმით, დეკანოზს იმედი აქვს, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვას.
"ის მადლობს სული წმინდა ღმერთს, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიაღებინა შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება და იმედოვნებს, საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მისთვის სინოდზე და სინოდის შემდეგ განვითარებული მოვლენები, დაკავშირებული მიტროპოლიტ პეტრესთან, არის უაღრესად მძიმე. ის იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტე განგვანათლებს ყოველთა. ეს არის მისი პოზიცია. ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ასე დეტალურად არ იყო საუბარი, რა საკითხებზე ექნებოდა განხილვა, მაგრამ ეს გამოჩნდება, როდესაც საპატიმროდან გათავისუფლდება და მას საშუალება ექნება, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიცია დააფიქსიროს შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს მისი მკურნალობის გაგრძელება. მოგეხსენებათ, აქ არ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი პირობები. მარჯვენა ხელ-ფეხი ისევ წართმეული აქვს ვერ ამოძრავებს და სჭირდება მკურნალობა" - აღნიშნა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






