"ნიგოზას მიმდებარედ ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 20:17, 01 Nov, 2019     761

„გორის რაიონში, სოფელ ნიგოზას მიმდებარედ ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება, რომელიც დამატებით დაახლოებით 200 მლნ. კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

მისივე თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე ქარის ახალი ელექტროსადგურის განვითარების კონცეფცია დამტკიცდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადგილობრივ რესურსზე დამყარებული ელექტროენერგია იქნება, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უფრო მწვანე, დივერსიფიცირებული, განახლებადი ენერგოსექტორის დამკვიდრებისკენ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისი ინფორმაციით, საქართველოში ენერგოსექტორის განახლებადი ნაწილი დღეს ძირითადად არის ჰიდროსადგურებით წარმოდგენილი, თუმცა, თანამედროვე სამყარო დივერსიფიცირებას მოითხოვს. ამიტომ, ნათია თურავას განცხადებით, მთავრობის მიზანია, ქარისა და მზის ენერგიის განვითარება. „კიდევ რამდენიმე ასეთი პროექტი გვაქვს გამზადებული, რომლებსაც თანმიმდევრულად წარმოვადგენთ მთავრობაზე", - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია ნიგოზას პროექტის წარმატებაში, რის საფუძველსაც, მისი თქმით, რამდენიმე ფაქტორი აძლევს - „არ გვაქვს ფუფუნება, რომ ნებისმიერი განახლებადი ენერგიის პროექტი ხანგრძლივად გაიწელოს - როგორც იცით, მატულობს მოთხოვნა, დეფიციტი, იმპორტი და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ძალიან სწრაფად განვავითაროთ, ჰიდროსადგურები იქნება, თუ ქარის ელექტროსადგურები. მეორე ფაქტორი - ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ განახლებადი ენერგია ჩვენთან არამხოლოდ ჰიდრო, არამედ ქარის და მზის ელექტროსადგურებითაც იყოს წარმოდგენილი. ამ პროექტების დაჩქარება ჩვენი ამბიციაა ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტით დაინტერესებულია თურქული კომპანია „ჩალიკი," რომელიც კვლევებშიც იყო ჩართული.

მინისტრის ინფორმაციით, კომპანიასთან მოლაპარაკებები იგეგმება. „ ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობა მაძლევს რწმენას, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად განხორციელდება", - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42