"საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორის კომისიაზე ქართული ბიზნესის მხარდაჭერის საკითხს დავაყენებთ" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 20:03, 01 Nov, 2019     578

საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ნოემბერში თურქეთში გაიმართება. კომისიას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უხელმძღვანელებს, რომელმაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა.

ნათია თურნავას განცხადებით, კომისია ბოლოს 2005 წელს შეიკრიბა. „თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია. ამდენად, კომისიაზე შეგვიძლია ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევა მოვახდინოთ. მათ შორის, საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას ისახავს მიზნად," - განაცხადა მინისტრმა. მან ყურადღება გაამახვილა ტექსტილის სექტორზე, რომლის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ერთი კვირის წინ გაიმართა.

„ამასწინათ ჩვენ დარგის მეწარმეებს შევხვდით, მათ შორის ქართულ - თურქული ინვესტიციით შექმნილი საწარმოებიც იყვნენ. ერთობლივ კომისიაზე ჩვენ თურქეთის მხარესთან აუცილებლად დავსვამთ თურქეთიდან საქართველოში ნედლეულის შემოტანის გამარტივების საკითხს ტექსტილის პროდუქციის ისეთი მწარმოებლებისთვის, რომლებიც მზა პროდუქტს საქართველოში დაამზადებენ, ექსპორტზე კი ევროკავშირში გაიტანენ. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი რეგულაციები, რომლებიც გამარტივებას საჭიროებს. საბოლოო ჯამში, ეს წაადგება საქართველოში ტექსტილის ადგილობრივ წარმოებას და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უკეთ განხორციელებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42