სტიქიამ აჭარასა და მესტიაში რამდენიმე საგზაო მონაკვეთი დააზიანა
შემთხვევა - 14:26, 21 Oct, 2013     1173

დასავლეთ საქართველოში ჭარბი ნალექისა და თანდართული ძლიერი ქარის გამო რამდენიმე საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცირე დროით შეფერხდა.

კერძოდ, 19-20 ოქტომბერს სენაკი-ფოთი-სარფის ს/გზის კმ118-კმ119 მონაკვეთზე - სარფის ტერიტორიაზე, ძლიერი შტორმის შედეგად, დაზიანდა ნაპირსამაგრი ნაგებობისა და მიწის ვაკისის რამდენიმე უბანი. Aზღვის ტალღებმა წაიღო გზის შემოფარგვლის ბეტონის პარაპეტები, გამორეცხა მიწის ვაკისი და გზის დამცავი ქვაყრილი, გზის სავალ ნაწილზე გამოიტანა ინერტული მასალა.

დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ადგილზე იქნა მობილიზებული შესაბამისი საგზაო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად, მოძრაობის აკრძალვის გარეშე განხორციელდა. დღეისათვის, აღდგენილი მოძრაობის პარალელურად, მიმდინარეობს სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების კვლევისა და პროექტირების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. 

ასევე, 20 ოქტომბერს ბათუმი-ახალციხის ს/გზის 43-ე კმ-ზე, სოფელ ზვარეს მიმდებარე ტერიტორიაზე, კოკისპირული წვიმის შედეგად, ჩამოიშალა მიწა-კლდის მასა, რის გამოც მცირე დროის მანძილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდა. გაწმენდითი სამუშაოების ოპერატიულად ჩატარების შედეგად გზის აღნიშნული მონაკვეთი ნახევარ საათში გაიხსნა.

 

უამინდობის გამო შეფერხებები იყო გოდერძის უღელტეხილზეც, სადაც ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 20 ოქტომბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, საგზაო სამსახურებებმა უზრუნველყვეს სახიფათო მონაკვეთიდან ავტოტრანსპორტისა და მგზავრების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

ოპერატიული გაწმენდითი სამუშაოებისა და ამინდის გაუმჯობესების ფონზე, დღეისათვის, აღნიშნულ უღელტეხილზე გზა გახსნილია.

 

ასევე, 20 ოქტომბერს უხვი ნალექის შედეგად, მცირე დროის მანძილზე შეფერხებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ს/გზის 73 კმ-ზე. აღნიშნულ მონაკვეთზე კოკისპირული წვიმების შემდეგ, გზის სავალ ნაწილზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეაფერხა. გზის სავალი ნაწილის გაწმენდა საგზაო სამსახურის მიერ მობილიზებული მძიმე ტექნიკით ოპერატიულად განხორციელდა. დღეისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42