ქარდავა ამბობს, რომ სწორედ ხელისუფლება დგას საპატრიარქოში არსებული ურთულესი კრიზისის უკან, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იდგა ე.წ. ციანიდის საქმის უკან.
გახარიას ბრალდების საპასუხოდ, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ „როცა უტიფარ ხელისუფალთან გაქვს საქმე“ ნებისმიერი სცენარისთვის უნდა იყო მზად.
"ლოგიკურია, რაც გააკეთა დღეს გიორგი გახარიამ. როცა საქმე გაქვს უტიფარ და უსინდისო ხელისუფლებასთან, ამ შემთხვევაში მილოდინი სწორედ ასეთი უნდა გქონდეს, რომ თვითონ ახორციელებენ შეტევას ეკლესიაზე და ახლა, მას შემდეგ რაც ბომბი ხელში აუფეთქდათ და ეს არაერთხელ მოუვიდათ, იგივე იყო „ციანიდის საქმე“, რომელიც დაგეგმეს, თუმცა ვერ განახორციელეს. იგივეს ცდილობენ ახლაც ეკლესიაში აქტიურად.
მეუფე იაკობის მირ გაკეთებული განცხადების ფორმა ცალკე თემაა. თუმცა რაც თქვა, მისი უარყოფა სინოდის სხდომაზეც არ მომხდარა. რეალურად, ის დაისაჯა იმ ფორმის გამო, რა ფორმითაც ეს ბრალდებები გააჟღერა“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ისრები ოპოზიციისკენ მომართა.
"ასეთი მცდელობა ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში"- თქვა მთავრობის სხდომაზე გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






