„ჩვენ შევიმუსავეთ სოფლის მეურნეობის ქართული მოდელი, უნიკალური ფორმულა თუ როგორ დავაყენოთ ფეხზე სოფლის მეურნეობა ორ წელიწადში. ეს ფორმულა კონკრეტული კომპონენტებისგან შედგება, რომელიც სოფელში 3 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას მოიზიდავს, შექმნის სამუშაო ადგილებს და გაზრდის შემოსავალს ფერმერებისთვის და გლეხებისთვის. ვადგენთ გარანტირებულ ფასსგლეხებისთვის კონკრეტულ პროდუქტზე. ამის მეშვეობით ვქმნით მარკეტინგულ ცენტრს. ამასთან, ჩამოვაყალიბეთ უნიკალურისისტემა, ერთ წელიწადში როგორ მოვხსნათ მიწის რეგისტრაციის პრობლემა სოფლებში. იუსტიციაში უნდა შევქმნათ ე.წ. მიწის სასამართლო, შევქმნათ მიწის ბანკი ევროპული მოდელის სახით, რომ მიწის ფასი გაიზარდოს ქვეყანაში და რაც მთავარია, გამსხვილდეს მიწა, რომ გლეხებსა და ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა წარმოების. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტია გადამამუშავებელი წარმოება, რომელიც მოგვცემს ძალიან დიდი წარმატების შესაძლებლობას. სრული ფორმულა გვაქვს, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს და მოსახლეობის 41%-მა, რომელიც უკიდურეს გაჭირვბაში ცხოვრობს სოფელში, ნახოს მაღალი შემოსავალი“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სტრატეგია „აღმაშენებლის“ რიგით მეოთხე თემატურ პრეზენტაციას რომელიც სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებასა და განვითარებას ეხებოდა სფეროს სპეციალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ სტრატეგიაზე 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი 20 ყველაზე განვითარებული ქვეყნის მაგალითზე მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები






