საქართველოში საერთაშორისო განმცხადებლებს გამოგონებების დაპატენტების პროცედურა გაუმარტივდებათ
პოლიტიკა - 13:57, 01 Nov, 2019     490

გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის გაფორმდა შეთანხმება ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა.

შეთანხმების თანახმად, შესაძლებელი გახდება ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდირება ერთიანი ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე, რაც საერთაშორისო განმცხადებლებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას გაუმარტივებს.

„ვალიდაციის შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსათვის, იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ ბაზართან. შეთანხმება ასევე გაამარტივებს მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრობა კიდევ უფრო განამტკიცებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში და ამგვარად ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების განხორციელებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მიზნად ისახავს ევროპის საპატენტო ორგანიზაციში (EPO) გაწევრიანებას. შესაბამისად, ვალიდაციის შეთანხმებაზე ხელმოწერა გაამარტივებს მოლაპარაკებების პროცესს მხარეებს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს EPO-ში გაწევრიანება ინვესტორებისთვის იქნება გზავნილი, რომ საქართველო ევროპული საპატენტო ოჯახის წევრია, საპატენტო უფლებები კი დაცულია ევროპის ქვეყნებში არსებული დაცვის ხარისხის შესაბამისად.

ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად, განმცხადებლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ თავიანთი ევროპული საპატენტო განაცხადებისა და ევროპის საპატენტო უწყების მიერ გაცემული პატენტების ვალიდაცია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროპის საპატენტო კონვენციის მონაწილე ქვეყანა. საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ განაცხადებსა და პატენტებს იგივე სამართლებრივი ძალა ექნებათ, რაც გააჩნია ქართულ განაცხადებსა და პატენტებს, ამასთან სამართლებრივი ქმედებები ვალიდირებულ ევროპულ პატენტთან დაკავშირებით დარეგულირდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორცილებელ ორგანიზაციას. EPO ახდენს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს, მისი საქმიანობა მიმართულია ევროპის მასშტაბით ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42