სასტიკი მკვლელობა თბილისში - მამაკაცმა ყოფილი სიდედრი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, მძინერე ცოლი და მამამისი კი მძიმედ დაჭრა
კრიმინალი - 12:58, 01 Nov, 2019     17979
ყოფილი მეუღლის დედის განზრახ მკვლელობასა და მეუღლის და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დედის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში და ყოფილი მეუღლის და მეუღლის მამის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ხ.ყ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, თაღლითობისთვის, ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ნასამართლევი ხ.ყ. დაახლოებით 00:30 საათზე, ყოფილი მეუღლის - ნ.რ.-ს სახლში შეიპარა და განქორწინებით განაწყენებულმა, მძინარე ნ.რ.-ს მოკვლის მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ხ.ყ.-მ ასევე დაზარალებულის დასახმარებლად ოთახში შესულ ყოფილი მეუღლის დედას - დ.კ.-ს და მამას ვ.დ.-ს ოჯახის სხვა წევრების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ნ.რ.-ს და ვ.დ. -ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ხ.ყ. 2019 წლის 5 თებერვალს ქ. თბილისში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და 111,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა) და 111,19.109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე დაემატა წინა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის 3000 ლარის გადახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42