"გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს აფასებს. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშილს ეკისრება, რომლისთვის ეკლესია უცხო სხეულია.
"აირია მონასტერი. ოღონდ მართლა, პირდაპირი მნიშვნელობით და არანაირი ხუმრობით. სამწუხარო, მაგრამ სწორი შეფასებაა ალბათ.
ერთმანეთი არ დაინდეს ეპისკოპოსებმა. მოყვნენ ყველაფერს, იცოდნენ თუ არ იცოდნენ და მინიმუმ მივიღეთ ''მეორედ მოსვლა”.
დაიწყო გამოგონილი ციანიდის საქმით და იმედია, ჩვენი ფრანგი უმეცარი პენსიონერი ბოლო- ბოლო დაარტყამს ბეჭედს დეკანოზის შეწყალებას და იტყვის, რომ მან ეს გააკეთა. (გააკეთა არა, შეუთანხმა გახარიას და ბეჭედიც ეგაა).
მამა გიორგი მამალაძე სამი წელია ციხეში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და ჯერაც ვერ დაადგინეს ვისი “მოწამვლა” უნდოდა. ისიც ხომ გვახსოვს, რომ ეს იყო ჩვენი მთავრობის ნება, მაგრამ სანამ მუქარის წერილი არ გამოაგზავნა, სანამ არ გავიგეთ, რომ ვიღაცეებს მაგრად მოხვდებოდათ, არავის გასჩენია მისი შეწყალების სურვილი.
როგორ გგონიათ ეს შეუმჩნეველი დარჩებოდა იმ კაცს, ახლა სოლოლაკში რომ ზის და სიხარულით ქირქილებს? მას არ აინტერესებს და ჰკიდია ვინ იჯდება ციხეში უდანაშაულოდ. მისი მთავარი ამოცანა მხოლოდ ერთია, თავად იყოს კარგად, თორემ ბერასაც გასწირავს და ლაშასაც (ეს ის ლაშაა ნაშვილები რომ ჰყავს და გამოფხიზლების საშუალებას არ აძლევს).
ეკლესია რომ უცხო სხეულია მისთვის, ეს ისედაც ვიცით ყველამ. რა იცის, ვინ არის პატრიარქი ან მეუფე.
2012 წლის 1 ოქტომბერი ჩაატარა დღეს ეკლესიაში. დაყარა იქაც ცოცხები და დაანგრია. შეძლო და აგინეთ ახლა რამდენიც გინდათ.
სათითაოდ აგვკენწლა ყველა და ვართ ჩუმად.
სცენარი შეუდარებელია. ბოლომდე მოსპო საქართველოში რაც ფუნქციონირებდა. ახლა გამოდექით და დაიწყეთ ეკლესია რუსეთიდან იმართებაო. ეკლესიას კი არა, ქვეყანას აქრობს ეს სულით მახინჯი კაცი რადარებიდან და ეს ჩვენი საცოდავი ქვეყანაა ჰა და ჰა რომ აღარ დარჩება.
''ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდებოდაო'', მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა. გადმოგვხედე, ღმერთო, თორემ ცოტა ხანში გადმოსახედიც აღარაფერი გექნება.
ბოლოს როდის და რა საკითხზე გაერთიანდა ერი და ბერი ისტორიასაც აღარ ახსოვს. ახლა ვინმემ არ მითხრათ მახსოვს და სწორად მივდივართო.
სამწუხარო რეალობაა. იმედია გავიღვიძებთ" - წერს ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






