"ივანიშვილის და რუსული სპეცსამსახურების ორკესტრირებული შეტევა ეკლესიაზე და შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ" - ბაჩუკი ქარდავა საკლესიო სკანდალზე
პოლიტიკა - 19:34, 31 Oct, 2019     1000
ეს არის შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - ასე აფასებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ქართული ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად ახორციელებს ორკესტრირებულ შეტევას ეკლესიის ავტორიტეტზე, რომელსაც ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა იმ პრობლემებმა, რამაც ბოლოს წლებში თავი იჩინა საპატრიარქოში.

"დიდი ანალიზი და ღრმა წიაღსვლები არ სჭირდება იმას, რომ დავასკვნათ, რასთან გვაქვს საქმე და რა ხდება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გარშემო. ეს არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება. ერთი მხრივ ამას რუსეთი ახორციელებს, მეორე მხრივ ბიძინა ივანიშვილი ორკესტრირებულად რუსულ სპეცსსამსახურებთან მუშაობს და იბრძვის ქართული ეკლესიის ავტორიტეტის წინააღმდეგ და ნაწილობრივ ისინი ამას ახერხებენ კიდეც და მესამე მომენტი, რაც ნამდვილად ხაზგასასმელია - აი ამ ყველაფერს, ამ ბინძურ ძალებს ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა იმ პრობლემებმა, რომლებიც იყო ეკლესიაში ბოლო წლების განმავლობაში და საბოლოოდ თავი იჩინა. ერთი რამ ფაქტია და ეს არ არის ტრაფარეტული სიტყვები, რეალობაა, რომ ისტორიულად სახელმწიფოს სიძლიერეს წინ უწღოდა ხოლმე ეკლესიის გაძლიერება და რეფორმები ეკლესიაში. გასაგებია დღეს 21-ე საუკუნეა, მაგრამ ეს გამოცდილევბა ქართულ ერს გააჩნია. სწორედა ამის ეშინია ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს. ზუსტად ასე იყო, ივანიშვილს ყოველთვის აღიზიანებდა საქართველოს პატრიარქის ავტორიტეტი. ერთის მხრივ ის ცდილობდა ეკლესიის დამორჩილებას, გარკვეული საცეცები როგორც ჩანს გააჩნია მას ეკლესიაში, მეორეს მხრივ ის ახდენს დისკრედიტაციას პატრიარქის და ზოგადად ეკლესიის. ამაზე დიდი შეთქმულება შეუძლებელია ვინმემ გაუკეთოს საქართველოს" - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, "რუსეთი სამფეროვან დროშას ააფრიქლებს საქართველოში, თუ საზოგადობის მიდგომა კონკრეტული საკითებისადმი არ იქნება გონივრული".

"ეხლა თითის გაშვერის და ნიშნის მოგების დროს არ არის. ჩვენ ყველანი ვართ ეკლესიის ნაწილი. ჩემთვის ეს იყო ძალიან მძიმე, თითქოს რაღაც ბომბივით გასკდა... გარკვეულწილად ცუდის მოლოდინი სამწუხაროდ მქონდა სინოდის კრების მიმართ, რომ რაღაც შეიძლებოოდა მომხდარიყო" -აცხადებს ქარდავა.

რაც შეეხება სინოდის სხდომის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დეკანოზის საკითხთან დაკავშირებით, ედპ-ის ლიდერი მიიჩნევს, რომ შეწყალების თემა, უმჯობეის იყო უფრო ადრე დამდგარიყო დღის წესრიგში.

"მე ვფიქრობდი, რომ უმჯობესი იქნებოდა დეკანოზის შეწყალება ნამდვილად ბევრად ადრე მომხდარიყო. ძალიან დიდი შეცდომაა დაშვებული ამ მხრივ . რამდენადაც ვიცი ეს გადაწყვეტილება პატრიარქს ჰქონდა მიღებული. ამის შესახებ მამალაძის ოჯახს აღუთქვა დახმარება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ცოტა დაგვიანებულია, მიმაჩნია, რომ რაღაცეების თავიდან არიდება შეიძლებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ციანიდის საქმე იყო შეკერილი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებდა ხელისუფლება" - ამბობს ედპ-ის ლიდერი.

ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ მიუხედავად მეუფე იაკობის მიუღებელი ლექსიკისა, მის მიერ გაჟღერებული სკანდალური განცხადება სიმართლეა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მიუღებელი იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მიერ ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება.

"რიგ შემთხვევებში მე არ ვეთანხმებოდი, მაგრამ რაც თქვა მეუფე იაკობმა არ იყო სიცრუე პატრიარქის გადაყენების თაობაზე. პატრიარქის ავტორიტეტი და რესურსი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეკლესიაში ძირეული ცვლილებები დაიწყოს. ისიც კარგად უნდა ესმოდეს ყველას, განსაკუთრებით ეკლესიის მესვეურებს, რომ ასე ტაბუდადებული თემები ვერ იქნება და საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ეკლესიის სიძლიერის პროცესში. არც ადამიანურად, არც რელიგიურად მსუბუქად ვერ შევაფასებდი, უფრო სწორად, ძალიან კრიტიკულად შევაფასებ მეუფე პეტრეს, რომელსაც კარგად ვიცნობ. ძალიან გული დამწყდა, რომ ეს განცხადებები გააკეთა დღეს, გასაგებია ემოციურ ფონზე, მაგრამ ასეთი განცხადებები აბრკოლებს ძალიან ბევრ მორწმუნეს, ერს და ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს და შეიძლება ითქვას, რომ ნაცვლად საქმის კეთებისა, შესაძლოა ჩვენ მივიღოთ განხეთქილება, თუმცა იმედი მაქვს, რომ პროცესები არ გაღრმავდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი პატრიარქისგან მიიღებს პასუხს. საკონსტიტუციო დონის დანაშაულთან გვაქვს საქმე, რაზეც გააკეთა განცხადება ეპისკოპოსმა. საქართველოს ეს ხელისუფლება ვერ და არ გამოიძიებს ამ საქმეს. ამის გამოძიების იმედი არ მაქვს. რუსეთს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში სჭირდება ეკლესიის ფარული მართვა, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში სათამაშოდ ცდილობს რომ მოკავშირედ ქართული ეკლესია ჰყავდეს. ეს ინტერესი აქვს რუსეთს. მაგრამ კავკასიაში გავლენის მოპოვებისთვის ამ ინსტიტუტის ჯიბეში ჩადებაა საჭირო. თუ ამას ვერ მოახერხებს, ქართულ სახელმწიფოსაც ბეჭებზე ვერ დააწვენს. ეს კარგად იციან რუსულ სპეცსამსახურებში. ბიძინა ივანიშვილისთვისაც 2 მომენტია: მას გარკვეული ვალდებულებები აქვს რუსეთის წინაშე. ის მინიმუმ ხელს არ შეუშლიდა და პირიქით ხელ-ფეხს გაუხსნიდა ყველას, ვინც ეკლესიაში ამის განხორციელებას დაიწყებდა. მას აქვს მეორე ინტერესი - ახლოვდება 2020-ის არჩევნები და ამ ინსტიტუტის დაკარგვა მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გვახსოვს, რაც მოხდა 2012 წელს, მაშინ შეცდომა იყო პოლიტიკურ საკითხებში ეკლესიის ჭარბად ჩარევა. მე ვგულისხმობ მოწოდებებს პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით. როცა ეკლესია თავს გამოაყენებინებს ვინმეს პოლიტიკური ამოცანებისთვის, მერე ის უფრო მეტად იწყებს დამორჩილებას და ამის მცდელობაა ის, რაც ხდება" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42