ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სინოდის წიმნინდა სხდომაზე ის რჯულის კანონის აღსრულებას ითხოვდა და მისი შოკისმომგვრელი ბრალდების დასამტკიცებლად სამი მოწმის მოყვანაზე კურთხევას ითხოვდა.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ „პილატეს სასამართლოს“ გამართვა იგეგმებოდა.
„ეს განწყობა და ინფორმაცია სინოდზე შესვლამდე მქონდა და ვთქვი, რომ პოლიტეს სასამართლოსთვის მზად ვიყავი. მე მას (პატრიარქს) ვუთხარი კერპს ქმინაინ თქვენგან, მე მიყვარს ღმერეთი, სამშობლო და მერე თქვენ. ღმერთზე და ქვეყანაზე წინ ვერ დაგაყენებთ“- განაცხადა მეუფე პეტრემ.
ჟურნალისტის კითხვაზე - ფიქრობს თუ არა ის, რომ მისი სკანდალური განცხადების გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადოს თქვა:
„როდესაც ჩვენ ამ “პიდარასტიქს“ შევეხეთ… არ ვთვლი, რომ ბოდიშის მოხდა… ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელობა ეს არის პიდარასტრია, საეკლესიო განმარტებით. სხვას ვერაფერს დავარქმევ. სხვა როგორ უნდა ვუთხრა სიმართლე? ამ ტერმინის სრული შინაარსობრივი მნიშვნელობა ასეთია… მე ვითხოვ შენდობასა და პატიებას, თუ ვინმე ბრკოლდება, მაგრამ მე ვარქმევ ამას სახელს, ვუთხარი, რომ მოვიყვანდი მოწმეებს რითაც ჩემი ბრალდება დამტკიცდებოდა. შევთხოვ უფალს, გაჯანსაღდეს ეკლესია. ეს არის შეუქცევადი პროცესი“- აღნიშნა მეუფე პეტრემ.
მისივე განცხადებით, უწმინდესმა უთხრა, რომ მონასტერში წასულიყო.
მასალის გამოყენების პირობები






