რატომ არ ესწრება სინოდის დღევანდელ სხდომას მეუფე გრიგოლი - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის განმარტება
პოლიტიკა - 13:07, 31 Oct, 2019     1612
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი სინოდის დღევანდელ სხდომას არ ესწრება


მეუფე გრიგოლი სინოდის მსხდომაზე არყოფნას განმარტავს და აცხადებს, რომ მას სტუმრად ჰყავს მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, რომლის დატოვებაც შეუძლებელი იყო.

"მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი გვყავს სტუმრად ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო წლის დასაწყისიდან, იანვრიდან. ხვალ მიემგზავრება ჩვენი სტუმარი და შეუძლებელი იყო ჩემი მხრიდან დატოვება. თუმცა, ჩემი არყოფნა ვფიქრობ, მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს სინოდის გადაწყვეტილებებზე, რაც მსჯელობის საგანი იქნება და მიიღება საბოლოო ჯამში“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის განცხადებით, საეკლესიო დებულების თანახმად, მან წერილობით მიმართა წმინდა სინოდის თავმჯდომარეს და მიუთითა მისი არყოფნის მიზეზი.

"ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც სინოდის სხდომას არ ვესწრები ამ 24 წლის განმავლობაში. ერთხელ, როდესაც არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ახლა მეორედ, როცა მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება და თავისთავად ცხადია, ეს არის მიზეზი ჩემი არ დასწრების. თუმცა ვფიქრობ, რომ სინოდი მაქსიმალური შემადგენლობით არის შეკრებილი და იმსჯელებენ ალბათ იმ საკითხებზე, რასაც მისი უწმინდესობა დააყენებს დღის წესრიგში" - ამბობს მეუფე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42