გიორგი ნიჟარაძე მეტ დეტალზე არ საუბრობს.
ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი ნიჟარაძემ დაკავებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე, 65 წლის ტაქსის მძღოლს, ვახტანგ კაჭარავას ჭრილობები დანით მიაყენა და გაიქცა.
„ჩხუბის და დაპირისპირების ხმა ისმოდა, როგორც მეზობლის ბიჭები ყვებიან. მაღაზიაშიც გაუგონიათ, რომ ვიღაცეები დაობდნენ. ასე საღამოს 7 საათი იქნებოდა. როცა ტაქსის მძღოლი ნახეს, უკვე 2 საათი ყოფილა გასული. საწყალი კაცი ალბათ სისხლად დაიცალა. გონზე იყოო, ამბობენ და უთქვამს, მგზავრმა დამჭრაო. ფულზე მომხდარა დავა. არ უხდიდაო თუ ცოტა მისცა რაც ეკუთვნოდა და ამაზე ჩხუბი მოსვლიათ.
ამას დაჭრილი მიუტოვებია და აქვე კორპუსში მისი მეგობარი ცხოვრობს და იქ იმალებოდა. როგორც ჩანს, კორპუსის სარდაფში იყო დამალული. პოლიცია ჩაუსაფრდა და საღამოს გამოსვლისას დაიჭირეს. ჩვენ არ დაგვინახავს, ალბათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ აქ იმალებოდა. ასეთი რა უნდა ეთქვა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტა. დაჩეხა კაცი, პატარა 23 წლსი ბიჭმა, ასეთი სისასტიკე გაუგონარია“, - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
ვარკეთილში თბილისში ტაქსის მძღოლი 27 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული პირი დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






