საქართველოს ახალგაზრდა დელეგატის პასუხი რუს პოლიტიკოსს ევროპის საბჭოს კონგრესზე
პოლიტიკა - 19:04, 30 Oct, 2019     2273



ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ თვითმმართველობათა კონგრესი 29-31 ოქტომბერს სტრასბურგში იმართება. პოლიტიკოსების გარდა კონგრესს ასევე ქვენყნის ახალგაზრდა დელეგატებიც ესწრებიან.

კონგრესზე ევროპაში მყოფ ლტოლვილებთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია განიხილებოდა, რომლის დროსაც რუსეთის დელეგაციის წევრმა, ერთ-ერთი ქალაქის მერმა, უკმაყოფილება გამოთქვა რეზოლუციის რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით და თავის გამოსვლაში დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის ომის დაწყებაში.

საქართველოს ახალგაზრდა დელეგატმა, კოკა კაპანაძემ შეეპასუხა მის წინა გამომსვლელს და კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას თუ რომ რუსეთი ოკუპანტია.

“სანამ ჩვენს რეკომენდაციებს წარმოვადგენდე, არ შემიძლია არ გავაკეთო კომენტარი რუსეთის დელეგაციის წევრის სიტყვაზე. მიუღებელია მსგავსი ტყუილების მოსმენა ყირიმში და ცხინვალის რეგიონში მომხდარ კონფლიქტებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ ამ დარბაზში დამსწრე საზოგადოებამ კარგად იცის რომ რუსეთი არის აგრესორი და ის ვინც უნდა დავადანაშაულოთ ამ კონფლიქტებში.”, თქვა კოკა კაპანაძემ და შემდეგ განაგრძო ახალგაზრდა დელეგატების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა, რომლებიც ეხებოდა განათლების უფლებასა და ჯანდაცვის სერვისებს.

კოკა კაპანაძე ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. შოტლანდიაში გამგზავრებამდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ორი წლის განმავლობაში და ხელმძღვანელობდა არაერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას. კონგრესი არის ევროპის საბჭოს პლატფორმა ადგილობრივი და რეგიონალური დონის პოლიტიკოსებისთვის, რომელზეც განიხილება თუ როგორ შეიძლება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გაუმჯობესება თვითმმართველობების დონეზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42