"ინვესტორები გააქციეს და მხოლოდ ერთი ინვესტორი დარჩა, ერთი რუსი ოლიგარქი, ივანიშვილი" - გიორგი ბოტკოველი
პოლიტიკა - 17:40, 30 Oct, 2019     850
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა სტრატეგიული პროექტი მოკლა.

ოპოზიციონერი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ წყალტუბოს სასტუმროების გამოსყიდვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს, რომელიც არაფორმალური მმართველია, ქვეყნის მოსახლეობის წინაშე არაერთი ვალდებულება აქვს, რომლის უმეტესობაც ამ დრომდე არ შეუსრულებია.

მისივე განცხადებით, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო.

"აბასთუმანი, წყალტუბო - ესენი მისი პირადი პროექტებია, რომლის მეშვეობითაც უნდა გაზარდოს საკუთარი კაპიტალი. რაც შეეხება წყალტუპოს, ეს პროექტი დიდიხნის დაწყებული იყო. პირველი ეტაპი დევნილების გამოსახლება იყო. იგეგმებოდა მათთვის ალტერნატიული საცხოვრებლის შექმნა. პირველი ეტაპი განხორციელდა. ასეცე რეაბილიტაცია ჩაურატდა ცენტრალურ პარკს, რომელიც სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი ხელშემწყობი უნდა ყოფილიყო. ამის პოტენციალი წყალტუბოს ნამდვილად გააჩნია. 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით წყალტუბოს რეაბიულიტაციისთვის 49 მილიონი ლარი დაიხარჯა. ძალიან ბევრი პროექტი არსებობდა, ძალიან ბევრი ინვესტორი იყო მოზიდული, რომლებიც ძალიან ბევრ ინვესტიციას დებდნენ წყალტუბოს განვითარებაში. ამ ყველაფერში სახელმწიფო წილიც არსებობდა და დამატებით 200 მლნ. ლარი უნდა დახარჯულიყო.

მარტო ერთი რად ღირს - სასტუმრო "შახტიორი", რომელიც ერთ-ერთი დიდი სასტუმროა, იქ უნდა დაცხარჯულიყო 35 მლნ. ლარი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპა, სამკურნალო სანატორიუმი იქნებოდა. ეს ყოველივე კავშირში იყო კიდევ ძალიან ბევრ პროექტთან. ამასთან ერთად წყალტუბო გამტარი ადგილი უნდა ყოფილიყო, რომელიც სვანეთთან დამაკავშირებელ გვირაბს შეუერთდებოდა და ყველა ტურისტი აუცილებდალ წყალტუბოში დაბინავდებოდა და იქიდან მოახდენდა ტრანსოპორტირებას სვანეთის მიმართულებით, მაგრამ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა მიზანმიმართულად მოკლა. ინვესტორები გააქციეს და მხოლოდ ერთი ინვესტორი და დარჩა ერთი რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე ზრუნავს და არა იმ დანაპირების შესრულებაზე, რომელიც მას ამომრჩეველთან გააჩნია"- თქვა ბოტკოველმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42