კახა კალაძე კაბინეტურ-ჩინოვნიკურ ხიბლშია - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 17:35, 30 Oct, 2019     1145

„ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დედაქალაქის მერის დღევანდელი განცხადება ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით გააკრიტიკა. როგორც ვაშაძე აცხადებს, თბილისის მერი ჩინოვნიკურ-კაბინეტურ ხიბლშია შესული და მას მოსახლეობის ბედი არ ადარდებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერის აზრით, კალაძის მმართველობის ორი წლის თავზე თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნა.

„დღეს თბილისის მერი გამოვიდა და ზარ ზეიმით გვამცნო, რომ თურმე პარკირების ჯარიმები იზრდება ქალაქში 10-დან 50 ლარამდე. ბატონო კალაძე, თქვენ ხართ ჩინოვნიკური-კაბინეტურ ხიბლში შესული. თქვენ ხართ ჩვეულებრივი კორუმპირებული ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ადარდებს თუ რა ხდება ქალაქში. გარეთ გამოდით, ნახეთ რა მდგომარეობაა ქალაქში. ტოტალური უმუშევრობა, საშინელი სოციალური ფონი და სატრანსპორტო კოლაფსი რომელიც მივიღეთ თქვენი მმართველობის ორი წლის თავზე. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პიკის საათის დროს ადგილი არ არის, მეტროში ვერ ჩადიან მგზავრები, ავტობუსებში ფიზიკურად ადამიანები ვეღარ ეტევიან. გადათხრილია მთელი ქალაქი. თქვენ პირობა დადეთ, რომ სექტემბერში გაიხსნებოდა გზა ჭავჭავაძის გამზირზე და გზა არათუ გახსნილია, არამედ გადათხრილია და ორი კაცი მუშაობს ამ ტერიტორიაზე. სამწუხაროთ თქვენ ეს არ გაღელვებთ იმიტომ, რომ ამ ყველაფერში ფულს აკეთებთ. ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ გაჭირვებულ ადამიანებს გინდათ მიადგეთ და იმათ უძვირებთ ჯარიმებს. რამდენი საპარკინგე ადგილი შექმენით ბოლო პერიოდში?! სად უნდა დააპარკინგონ მოქალაქეებმა მანქანები, ან რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შექმენით იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ მოტივაცია მანქანებით იარონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ?! გაუსაძლისია ამ ქალაქში ცხოვრება. მილიონი ადამიანი ეძებს სამუშაო ადგილს და ვერ პოულობს. ტაქსის მძღოლებს რა გაუკეთეთ, ლუკმა პური მიჰქონდათ სახლში ოჯახისთვის, რომ ოჯახი შეენახათ და ამის შესაძლებლობაც გამოსტაცეთ. ამას იცით რატომ აკეთებთ? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ თქვენ და თქვენთან დაკავშირებული კომპანიები თეთრ ტაქსებს შემოიყვანენ თბილისში და ამაზეც დიდ ფულს იშოვნიან. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?! ელემენტარულად გამოდით და ნახეთ ქალაქში რა ვითარებაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში უკვე აღარ არსებობს. ეს არის სრული საშინელება და ამას სჭირდება აუცილებლად ყურადღების მიქცევა. 2020 წლის არჩევნები აუცილებლად გამოგიტანთ საბოლოო განაჩენს" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42