გიორგი ვაშაძე - საარჩევნო სატყუარა ივანიშვილისგან
პოლიტიკა - 15:50, 30 Oct, 2019     1016
“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმარურა, რომელიც წყალტუბოს განვითარების პროექტს ეხება.

ვაშაძეს მიაჩნია, რომ ივანიშვილის ინიციატივა წინასაარჩევნო სატყუარაა, რომელზეც საზოგადოება არ უნდა წამოეგოს.

“ჩემს უკან არის “ლაგუნა ვერე” რომელიც რეალური სახეა ბიძინა ივანიშვილის. იმის, თუ როგორ ინვესტიციებს ახორციელებს და როგორ უყვარს მას საკუთარი ქვეყანა. “ლაგუნა ვერე” 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა გაჩერებული. მას შემდეგ რაც ივანიშვილმა შეიძინა, ფაქტობრივად ამ ტერიტორიის ინფრასტრუქტურა გაუბედურებამდე მიიყვანა. ამ ტერიტორიის მახლობლად არის ფაბრიკის ტერიტორია, რომელიც ასევე მის საკუთრებაშია და რომელიც ქალაქის ცენტრში სანაგვედ იქცა. ამ ადამიანს 1 ლარად შეძენილი აქვს 43 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა და მაგალითისთვის აბაშაში, სადაც უზარმაზარი ტერიტორიები შეიძინა აბაშელებმა იციან, რომ არცერთი ინვესტიცია არ ჩადებულა იმ ტერიტორიებზე. ამ ყველაფრის ფონზე, გუშინ გამოვიდა და გვეუბნება, რომ წყალტუბოში აპირებს უზარმაზარი ინვესტიციის ჩადებას. მოდით კითხვა დავსვათ, რა არის მისი მიზანი?! რატომ აკეთებს ამ ყველაფერს?! ფიქრობს, რომ ეს იქნება მისთვის საარჩევნო სატყუარა. განა წყალტუბოზე, ან წყალტუბოელებზე ზრუნავს, განა ქვეყანაში საკურორტო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს, ერთადერთი, რაც უნდა, ხელისუფლების შენარჩუნებაა. ერთი წლის წინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს აგებდა კვლავ დაგვპირდა, რომ ამ ერთხელ გვაპატიეთ და ქვეყანას ფეხზე დავაყენებო. ერთი წლის თავზე საქართველოს ჰყავს მილიონი უმუშევარი ადამიანი, ინვესტიციები ქვეყანაში შემცირდა 54%-ით. საქართველოში ერთ მილიონ ადამიანს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და ეძებს ორ “კაპიკს” მაინც, რომ ბავშვები გამოკვებოს, სოფლები დაიცალა. ეს არის მისი რეალური სახე. საზოგადოებას მივმართავ, ეს სატყუარა არ უნდა გადავყლაპოთ. ივანიშვილს როგორც კი მოვიცილებთ, ინვესტიციებიც შემოვა, ეკონომიკაც განვითარდება და უმუშევრობაც დამარცხდება. ეს კაცი თითოეული ქართული ოჯახისთვის თავის ტკივილია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42