გარდაცვლილის შვილის განცხადებით, ქირურგმა ოპერაციის დროს ჭრილობებზე ნაკერები არასწორად დაადო, რასაც შემდგომი გართულებები მოყვა.
,,სულ ჩაუტარდა ექვსი ოპერაცია, აქედან ოთხი ზუგდიდში და ორი თბილისში. თვეზე მეტხანს წვალობდა. პირველი ოპერაცია იყო უსისხლო. ოპერაციის შემდეგ ჭრილობა ცუდად იყო გაკერილი. პირველი არასწორი ოპერაციის შემდეგ კიდევ ხუთი დასჭირდა. რა თქმა უნდა ექიმს ვადანაშაულებთ “, - აცხადებს ზარანდიას ოჯახის წევრი. მათი მოთხოვნაა, ექიმს შეუჩერდეს ლიზენზია.
რაც შეხება ექიმის ცემის ფაქტს, გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარს ადასტურებენ. მათი განცხადებით, ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ გარდაცვლილის შვილმა მიაყენა.
,,ჩემი ძმა იყო წასული შარვლის საყიდლად ბაზრობაზე, რა დროსაც ნახა ექიმი და სწორედ მაშინ მოხდა მათ შორის დაპირისპირება“,- აცხადებს ზარანდიას შვილი.
თავად გიორგი გერლიანი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ექიმის მამის ინფორმაციით, შვილმ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო უკვე დატოვა და რეაბილიტაციის კურსს ქალაქგარეთ გადის.
ექიმის ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებულია არასრულწლოვანი.
პაციენტის გარდაცვალების საქმეზე კომენტარი გაკეათდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც:
"მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა და ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება პაციენტის გარდაცვალების შემთხვევას, კლინიკა არ გაურბის პასუხისმგებლობას. კონკრეტულად ამ შემთხვევას სწავლობს როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ასევე ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახური და თუ გამოვიდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომა მას მიეცემა ადეკვატური რეაგირება.
რაც შეეხება თავად ექიმს, ის ჩვენსავე კლინიკაში გაურკვეველ ვითარებაში მიყენებული დაზიანებებით გადიოდა მკურნალობის კურსს,თუ რამ გამოიწვია დაზიანებები, ეს უკვე საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა. ამ ეტაპზე ჩვენ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ობიექტური რეალობა“- აცხადებენ საავადმყოფოში.
მასალის გამოყენების პირობები






