"დღევანდელი გადმოსახედიდან ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება" - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 14:45, 30 Oct, 2019     591

„დღევანდელი გადმოსახედიდან ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება" - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტში ანაკლიის პროექტის განხილვის შემდეგ განაცხადა.

"პროექტის მეპატრონეებს მეტისმეტად გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ.

აქ პირდაპირ იკვეთება, რომ წინა პრემიერ მინისტრის პირობებში პროექტს ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა და ყველაფერზე წინსწრებად მიდიოდნენ. შემდეგ ცდილობდნენ მის დაკორექტირებას და მთავრობას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ. შესაბამისად, ახალ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის დაპირისპირების უდიდესი ფაზა, რის გამოც ანაკლიის პროექტს საკმაოდ უჭირს. რადგან ის ყველა ასპექტი, რომელიც ზოგადად, ასეთ დიდ პროექტებს ახლავს სრულად არ არის გათვალისწინებული.

ასევე, არ არის გათვალისწინებული გეოპოლიტიკური ინტერესები. ისტორიულად, როდესაც სადმე ახალი სავაჭრო გზა იჭრებოდა მას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

მოკლედ, ასე ადვილად არაფერი გამოვა, ამიტომ ვფიქრობ, კონსორციუმი და ჩვენი სახელმწიფო ამ ეტაპისთვის მზად არ არის ანაკლიის პროექტის წარმატებით დასრულებისთვის და იმის ნაცვლად, რომ უნისონში ერთობლივად იმოქმედონ დღეს საპირისპიროდ მოქმედებენ.

ამიტომ ვფიქრობ, დღევანდელი გადასახედიდან პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება. ეს უკვე პოლიტიკური პროცესია, ვიდრე პროექტის განხორციელების პროცესი. აქ ეძებენ დამნაშავეებს, ვინ ვის დააბრალოს, თორემ პროექტის განხორციელებასთან მიმართებაში არის მხოლოდ ის ციფრები, რომელიც არ იძლევა არაფრის საშუალებას.

პროექტის განხილვაზე მოყავთ უბრალოდ სხვადასხვა ავტორიტეტული კომპანიები. რეალურად საუბარია პორტზე, მაგრამ არ საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან მზაობაზე შექმნას ის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში, რომელიც ამ პორტებს მოემსახურება. დღევანდელი, თითქოს დიდი საგზაო და სარკინიგზო პროექტები არ ყოფნის ამ პროექტებს შემდგომში განვითარებისთვის.

ანაკლიის პროექტი უფრო წინმსწრებადაა გაკეთებული, ვიდრე ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი თავის დროზე მთავრობამ და კონსორციუმმა ერთობლივად დაიწყეს. მაშინ შესაძლებელი იყო ყველაფრის სხვაგვარად გადალაგება, მაგრამ დღეს მთავრობას სხვა პრიორიტეტი გააჩნია და შესაბამისად, არ უწყობს ხელს ამ პროექტის მთავარ პროექტად ჩამოყალიბებას" - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42