"მნიშვნელოვანია, რომ პირველივე გამოსვლაში სამ მთავარ პრიორიტეტში აშშ-ის მომავალმა ელჩმა თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაასახელა"- ბაქრაძე
პოლიტიკა - 12:47, 30 Oct, 2019     603

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მნიშვნელოვანს უწოდებს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატი კელი დეგნანის გზავნილებს, რომელიც დიპლომატმა სენატში მოსმენისას გააჟღერა.

"ელჩობის კანდიდატმა პირველივე საჯარო მოსმენაზე დასვა აბსოლუტურად მართალი და სწორი 3 აქცენტი. ეს არის ის პრიორიტეტები, რომელიც ამერიკას ექნება საქართველოში: საქართველოს უსაფრთხოების დაცვა და რუსული აგრესიის შეკავება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა და ქვეყნის შიდა დემოკრატიის მხარდაჭერა, მათ შორის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ეს უმნიშვნელოვანესი მესიჯია. ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება ფასდება ისეთივე პრიორიტეტულდ, როგორიც არის ნატო-ში გაწევრიანება და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მხოლოდ ერთს ნიშნავს - ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში მკაფიო მანდატით ჩამოდის. სენატის მანდატი გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩარევა ამ პროცესში შეიძლება აღმოჩნდეს მართლაც გარდამტეხი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს 2020 წლის არჩევნების გაყალბება. ეს, პროპორციულ სისტემასთან ერთად გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე გამოსვლაში სამ მთავარ პრიორიტეტში მომავალმა ელჩმა დაასახელა თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ამის მანდატი სენატისგან მიიღო და საქართველოში სწორედ ამ მანდატის და ამ მისიის განსახორციელებლდ ჩამოდის“, - განაცხადა ბაქრაძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42