რუსული კვალი საქართველოში მომხდარ კიბერშეტევაში - BBC ჰაკერულ თავდასხმას ეხმაურება
პოლიტიკა - 16:17, 29 Oct, 2019     1158

საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევას BBC გამოეხმაურა- ჰაკერული თავდასხმის გამო, გუშინ დღის განმავლობაში საქართველოში 2000-მდე ვებგვერდი გათიშული იყო. აღნიშნულ საიტებზე გადასვლისას მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). ამ დრომდე უცნობია ის წყარო, რომლისგანაც ხორციელდებოდა კიბერშეტევა.

BBC-ის კავკასიის კორესპონდენტის, რეიჰან დემიტრის განცხადებით, სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები წერენ, რომ შეტევის უკან რუსული კვალია. რეიჰანს ქართველმა კიბერ უსაფრთხოების ექსპერტებმა განუცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ გვერდები არ არის კარგად დაცული, რის გამოც მარტივად მიიტანეს მათზე შეტევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. უწყებისვე ცნობით, მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ბოლო მონაცემებით, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, საქართველოს პრეზიდენტის, საერთო სასამართლოებისა, თბილისის სააპელაციო სასმართლოს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, ბათუმის მერიის, ქუთაისის მერიის, მედიასაშუალება topnews.com.ge-ს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის" და "საზოგადოება და ბანკების" ვებგვერდებზე.

კიბერშეტევა განხორციელდა ასევე ქართული ტელეკომპანიების, იმედისა და მაესტროს სერვერებზეც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42