მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია სტატისტიკაის გაყალბებაში დაადანაშაულა.
"ქალბატონმა ირმა ინაშვილმა გვითხრა, რომ თურმე 12-15%-ს შეადგენს ჩვენი მხარდაჭერა და სოფლებში არ დავდივართ. 2016 წლის 8 ოქტომბერი - "ქართული ოცნება" 48,8%, 2017 წლის 28 ოქტომბერი - 55, 81%, 2019 წლის 19 მაისი - 61% და გუშინწინ "ქართულმა ოცნებამ" ბოკერის პარტიას მოუგო და 84% მიიღო. ეს არის ფაქტები. "პატრიოტთა ალიანსი" "ნაცმოძრაობასთან" და "ევროპულ საქართველოსთან" თუ დაალაგებთ საერთო მესიჯს, მაგ შემთხვევაში მართალი არ იქნებით. იმას იმეორებთ, რასაც "ნაცები," - განაცახადა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის წევრის ამ განცხადებამ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია გააღიზიანა, რომელმაც მამუკა მდინარაძეს, "უნიჭო" და "დემაგოგი" უწოდა.
"ბატონო არჩილ შეცვალეთ მთავარი დემაგოგი პიროვნება თქვენს პარტიაში, მას ხომ ეს ფუნქცია აკისრია, იყოს მთავარი დემაგოგი. ძალიან უნიჭო და ძალიან ვულგარულია. ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულება. ძალიან გთხოვთ დაანებეთ თავი პროცენტების ბრახაბრუხს. 60 პროცენტს კი არა 0.60%-ს ვერ მიიღებთ, თუ ასეთი დემაგოგები გეყოლებათ პირველ პლანზე," - მიმართა ადა მარშანიამ მდინარაძეს.
მასალის გამოყენების პირობები






