"ივანიშვილი ცდილობს თავისი გარემოცვის მეშვეობით ჩაანაცვლონ პატრიარქი მათთვის უფრო მისაღები ფიგურით. მას ამ შემთხვევაში ამოქმედებს როგორც პუტინის ინსტრუქცია, ასევე მისი პირადი ავტორიტარული მისწრაფებები"
პოლიტიკა - 22:24, 28 Oct, 2019     1096
საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე.
"დღეს ეკლესიაში და მის მიმართ მიმდინარე პროცესებში არც რამე განსაკუთრებით საკვირველი და არც საკაცობრიო მნიშვნელობით უპრეცედენტოა.ადამიანთა დიდ ნაწილს სრულიად ავიწყდება, რომ ეკლესია, მისი სულიერი არსის , მოწოდების და უდიდესი როლის მიუხედავად, მიწიერი დაწესებულებაცაა, ჩვეულებრივი ადამიანებისგან შედგება და ასახავს როგორც საერთოდ ადამიანის ბუნებისმიერ,ასევე კონკრეტული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას.
და რა არის დამახასიათებელი ჩვენი კონკრეტული რეალობისთვის დღეს?- იმპერიის ბნელი ძალით საზოგადოების ყველა სეგმენტის ინფილტრაცია, პუტინის მონაცვლე ადგილზე -ივანიშვილი ცდილობს ტოტალურად დაეუფლოს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რასაც მისგან დამოუკიდებელი როლი და ძალა აქვს, საკაცობრიო თუ ეროვნული ფასეულობა გააჩნია!.
რა გასაკვირია, რომ წარმოუდგენელ წნეხში მოქცეული, უამრავი“კგბეშნიკით“ გარემოცული ხნიერი და ჯანმრთელობაშერყელი ადამიანი,რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ამ წნეხს ძნელად უძლებდეს და ყოველთვის თავის სიმაღლეზე ვერ იყოს, ვერც ამბროსი ხელაიასავით სიმტკიცეს და წინააღმდეგობას ავლენდეს.ეს ღვთით მოვლენილი მეტისმეტად დიდი და ჩვენგან დაუმსახურებელი სასწაული იქნებოდა! მე ისიც დასაფასებლად და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობის ფონზე საკვირველად მიმაჩნია, რომ გვყავს პატრიარქი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა კომუნისტების დროს დაჩაჩანაკებული ეკლესიის ძლიერ ინსტიტუტად ქცევასა და ერში ეროვნული გრძნობის გაღვივებაში და რომელიც დღესაც სისუსტის გამოვლინებების მიუხედავად, ის არ არის, რასაც მტერი მისგან მოითხოვს. მტერს კი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და პროგრესული ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი არარაობები ჭირდება!

ამიტომ ვფიქრობ, რომ ბოდბელი იაკობის მოტივაციების მიუხედავად, მის აბნეულ საუბარში მაინც გარკვეული რეალობა აისახა- კერძოდ: -ივანიშვილის მცდელობა თავისი გარემოცვის მეშვეობით ჩაანაცვლონ პატრიარქი მათთვის უფრო მისაღები ფიგურით. ( მას ამ შემთხვევაში ამოქმედებს როგორც პუტინის ინსტრუქცია, ასევე მისი პირადი ავტორიტარული მისწრაფებები.)
რაც შეეხება, ეკლესიის, როგორც ვითომ ანაქრონიული ინსტიტუტის ( ბოლშევიკებსაც ასე ეგონათ!) დამხობა- მოსპობის ვითომ ლიბერალურ, სინამდვილეში კი სრულიად ანტილიბერალურ პროგნოზებს, ეს მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, არასოდეს არ მოხდება და როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე მისი ეკლესია ოკუპანტის ნების საწინააღმდეგოდ, შეძლებს ამ გამოწვევებისთვის თავის დაღწევას და თავისი ეროვნული-სახელმწიფოებრივი და ზოგადსაკაცობრიო ფუნქციების შესრულებას!" - წერს თამარ ჩხეიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42