ვაშაძე: სტრატეგია აღმაშენებლის „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ პრეზენტაცია დღეს მინისტრმა ტიკარაძემ გაიმეორა
პოლიტიკა - 21:16, 28 Oct, 2019     665
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას ეხმაურება.
მისი თქმით, ფაქტიურად"სტრატეგია აღმაშენებელმა" 16 ოქტომბერს გავაჟღერა, დღეს ეკატერინე ტიკარაძემ გაიმეორა.

"მსურს გამოვეხმაურო ჯანდაცვის მინისტრის დღეს გაჟღერებულ ინიციატივებს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სტრატეგია აღმაშენებლის „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ პრეზენტაციას ასე მოკლე დროში მოყვა გამოხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ფაქტიურად, ყველა პრიორიტეტი და მიმართულება, რრომელიც ჩვენ 16 ოქტომბერს გავაჟღერეთ, დღეს ქალბატონმა მინისტრმა გაიმეორა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი პრეზენტაციის ტექსტიც და სტილისტიკა, რომელიც საიტზეც განვათავსეთ, კარგად შეუსწავლია მინისტრს და გამოიყენა კიდეც. სწორედ ეს არის სტრატეგია აღმაშენებლის მიზანი, რომ ერთი მხრივ, ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას ეფექტური ნაბიჯები და მეორე მხრივ, მოვამზადოთ საფუძველი შემდგომი რეფორმებისთვის საზოგადოების, პოლიტიკური და ექსპერტული წრეების ფართო ჩართულობით.

მინისტრმა ზედმიწევნით გაიმეორა ჯანდაცვაში არსებული პრობლემები, თუმცა არ დაუკონკრეტებია გადაჭრის გზები. რადგანაც მან საფუძვლიანად იხელმძღვანელა სტრატეგია აღმაშენებლის „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ კონცეფციით, მას ასევე შეუძლია გაეცნოს ჩვენს მიერ შეთავაზებულ პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმებსაც. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ შეძლოს რაიმე ღირებულის შექმნა, ან რეალური რეფორმის გატარება ჯანდაცვის მიმართულებით, რადგანაც 2014 წლიდან ყოველ წელს, ხელისუფლება აჟღერებს რომ მათთვის პრიორიტეტია წამლების ფასი და ხარისხი, პირველადი ჯანდაცვა ან ციფრული მედიცინა. როგორც ვხედავთ ამ მიმართულებებით დღემდე დიდი ჩავარდნებია და რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ასევე, არ მგონია, რომ ქალბატონი მინისტრი ან ქართული ოცნების ხელისუფლება დაუპირისპირდეს სააფთიაქო მაფიასა და ვერტიკალურ მონოპოლიებს და წავიდნენ კარტელური გარიგეგების წინააღმდეგ. ამის დროც და საშულებაც მათ ქონდათ, მაგრამ არ გააკეთეს. ასე, რომ ეს არის მორიგი პოპულისტური განცხადებები და ასევე მცდელობა, რომ როგორმე რეაგირება მოეხდინათ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინიციატივებზე.

სტრატეგია აღმაშენებელს ყველა იმ მიმართულებაზე რაზეც მინისტრმა დღეს ისაუბრა აქვს კონკრეტული, შეიძლება ითქვას რევოლუციური გეგმა და გადაწყვეტის „ფორმულები“. ასევე, ვამუშავებთ დეტალურ გეგმებს სამედიცინო განათლებასთან, სადაზღვევო სისტემებთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენ თანამოქალაქეებს"- აცხადებს ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42