"ეკლესიის წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით საფრთხის ქვეშ აყენებენ ერის ერთიანობას" - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 16:57, 28 Oct, 2019     635

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.

„ქართული ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი და ერისათვის იმედის მიმცემი, ეკლესია იყო ყველაზე პოპულარული და ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი საქართველოში.

დღეს ჩვენ ვხედავთ არამარტო ტოტალურ შეტევას ეკლესიაზე, არამედ იმას, რომ თავად ეკლესია და ეკლესიის წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით და ემოციური ქცევით საფრთხისქვეშ აყენებენ, ეკლესიისა და ერის ერთიანობას, რაც სახელმწიფოსათვის უდიდესი საფრთხის მატარებელია.

პირეელ რიგში, მოვუწოდებ ხელისუფლებას: მას ბრალად ედება ეკლესიის საქმეებში ჩარევა და ეკლესიის ნგრევის მცდელობა. ეს არის უმძიმესი ბრალდება, ამიტომ მოგმართავთ ხელისუფლების წარმომადგენლებო: კეთილი ინებეთ ბატონებო და რეაგირება მოახდინეთ ამ ბრალდებებზე! კეთილი ინებეთ და საქართველოს მოსახლეობას აუხსენით თუ რატომ გახდით ასეთი ბრალდების სამიზნე.

რაც ყველაზე მთავარია, მინდა თავს უფლება მივცე და მოვუწოდო სასულიერო პირებს, თქვენგან თვითოეული ჩვენგანი გაცილებით მეტს ელოდება. იპოვეთ თავში ძალა, რომ ეკლესიაში და ერთმანეთში არსებული პრობლემები არ გამოდიოდეს გარეთ და მოსახლეობის თვალწინ არ იყოს გასარჩევი, იპოვეთ თავში ძალა რომ ეკლესიამ შეძლოს ამ პრობლემის გადალახვა და კვლავ გაერთიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნისათვის დამანგრეველი პროცესების მომტანი იქნება.

დღეს საპატრიარქოს და ეკლესიას როგორც არასდროს, მოუწევს გადამწყვეტი როლის თამაში, იმიტომ რომ ის რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ ეკრანებზე და ის რამაც მართლა შოკში ჩააგდო ერი და ბერი, მორწმუნე თუ ნაკლებად მორწმუნე, ეს უნდა დასრულდეს! უნდა დასრულდეს ისე რომ ადამიანებმა საბოლოოდ არ დაკარგონ რწმენა საქართვრლოს ეკლესიის და სასულიერო პირების მიმართ! - ეს არის ჩემი პოზიცია, როგორც პოლიტიკოსის, როგორც ადამიანის, როგორც მრევლის ერთი რიგითი წევრი.

ეს არის ჩემი თხოვნაც და ეს არის ჩემი მოთხოვნაც, ამის უფლებას ჩემს თავს ვაძლევ ვინაიდან კარგად მესმის ერის ნგრევა და ქვეყნის პრაქტიკულად უფსკრულში გადაჩეხვა შეიძლება გარდაუვალი აღმოჩნდეს" - აღიშნა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42