საბჭოთა დისიდენტი, რომელიც ჩილეს კომუნისტ ლიდერში გაცვალეს - ბრიტანეთში ვლადიმირ ბუკოვსკი გარდაიცვალა
პოლიტიკა - 17:25, 28 Oct, 2019     485

27 ოქტომბერს, საღმოს, დიდ ბრიტანეთში, 76 წლის ასაკში ცნობილი საბჭოთა დისიდენტი და ანტიკომუნისტური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ვლადიმირ ბუკოვსკი გარდარდაიცვალა. გავრცელებული ინფდორმაციით, საავადმყოფოში მას გული გაუჩერდა.

სტუდენტობისას, 1960 წელს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი სისტემატიურად ესწრებოდა მოსკოვში, მაიაკოვსკის ძეგლთან თავისუფალი პოეზიის საღამოებს. მალე ამ საღამოების რამდენიმე ორგანიზატორი დააკავეს.

თავად ბუკოვსკი პირველად 1963 წელს, საბჭოეთში აკრძალული წიგნის ფოტოკოპირებისთვის დააკავეს და 2 წელი საპატიმროში გაატარა. 1995 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ანდრეი სინიავსკისა და იულიი დანიელის (რუსი მწერლები, კრიტიკოსები და დისიდენტები, რომლებიც იმ დროს დააპატიმრეს) მხარდამჭერი მიტინგის ორგანიზებისათვის. ბუკოვსკი კვლავ დაიჭირეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.

ამის შემდეგ ვლადიმერ ბუკოვსკი კვლავ რამდენჯერმე დააპატიმრეს. საერთო ჯამში მას საბჭოთა საპატიმროებში 12 წელი აქვს გატარებული.

1978 წელს კოლონიაში მყოფი ბუკოვსკი ჩილეს კომუნისტური პარტიის ლიდერ ლუის კორვალანში გაცვალეს. ბუკოვსკი ბრიტანეთში დასახლდა და კემბრიჯის უნივერსიტეტიც დამთავრა. პარალელურად თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას არ წყვეტდა.

სამშობლოს ბუკოვსკი პირველად 1991 წელს, ბორის ელცინის მოწვევით ესტუმრა.

2008 წელს იგი დემოკრატიულმა ოპოზიციამ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა რუსეთის ცესკომ იგი რეგისტრაციაშ არ გაატარა.

"ჩვენ ყველა, ყველა დისიდენტი ვამბობდით, რომ პოლიტიკა ზნეობრივი უნდა იყოს. და ჩვენ შევიქმენით როგორც არაპოლიტიკური მოძრაობა. ჩვენი მოძრაობა იყო ზნეობრივი, ჩვენი ძირითადი იმპულსი არ იყო რუსეთის გარდაქმნა, არამედ უბრალოდ არ გვინდოდა ვყოფილიყავით დანაშაულის თანამონაწილენი, არ გავმხდარიყავით რეჟიმის ნაწილი, ეს იყო ყველაზე დიდი მოტივი" - წერდა ბუკოვსკი 2014 წელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42