"გამოკითხვას წინ არაფერი უდგას" - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 15:23, 28 Oct, 2019     476

მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იმ მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვას, რომლებსაც მეუფე იაკობი ინტერვიუში ახსენებდა, "წინ არაფერი უდგას".

"გამოკითხვას წინ არაფერი უდგას, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან დღეს მეუფემ სულ სხვა გზავნილები გამოუშვა საზოგადოებაში. ვნახოთ, იქნებ, აქვს რამე ახალი სათქმელი. რა თქმა უნდა, ის განცხადებები, რომლებიც მეუფისგან მოვისმინეთ, ჩრდილს აყენებს ეკლესიას. მართლმადიდებელ ეკლესიას ჩვენს ქვეყანაში აქვს ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ, საერო ხელისუფლება, ამჟამინდელი "ქართული ოცნების" ხელისუფლება მაქსიმალურად ვუფრთხილდებით როგორც პატრიარქს, მის კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ასევე, თავად ეკლესიის ავტორიტეტს. იმიტომ, რომ ეს არის ის ერთ-ერთი ბურჯი საერო ხელისუფლებასთან ერთად, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობასა და სიმტკიცეს განაპირობებს. შესაბამისად, ვისურვებდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს ვნებათაღელვა დაცხრეს და სასულიერო პირებმა საერო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხელი შევუწყოთ, სწორედ, ეკლესიის ავტორიტეტის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას საზოგადოებაში და ჩრდილი არ მივაყენო მას უსაფუძვლო განცხადებებით" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42