"მეუფე იაკობის განცხადებაზე ხელისუფლებამ გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს" - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 13:30, 28 Oct, 2019     722

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მისი თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ბრალდებები არაფხიზელ მდგომარეობაში იყო გაკეთებული არის სამართლებრივად აბსოლუტური სისულელე.

„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ გამოძიება. უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი, მათ შორის, დასახელებულია ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და გამოძიების არ დაწყება ნიშნავს პირდაპირ დანაშაულის აღიარებას. ის განცხადება, რომ თითქოსდა ეს ყოფილიყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული, არის სამართლებრივად აბსოლუტური სისულელე, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი ვისაც რამე ჩაუდენია იტყვის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში გააკეთა ეს განცხადება. უამრავი ჩანაწერი, ვითომ „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას საბურავებით და რომელიც დამონტაჟებულია, იყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული. აი, ახლა ვიტყვი, რომ უნდა დავამხოთ საქართველოს რვა წლის განმავლობაში ქვეყნის დამანგრეველი ხელისუფლება და მოვაწყოთ რევოლუცია, ოღონდ წინასწარ გეუბნებით, ორი ჭიქა არაყი მაქვს დილით დალეული და ეს იქნება გამამართლებელი საბუთი იმ განცხადებისა, რასაც ახლა ვაკეთებ? რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული განცხადება. იქ მოყვანილია უმძიმესი ფაქტები. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება" - აღნიშნა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42