"მეუფე შიო ასარჩევ სიაში, რომელიც იყო ძალიან მცირე რაოდენობით, მაშინ არ იყო. საუბარია სიაზე, რომელიც ჰქონდათ რუსებს. ჩემი ინფორმაციით, მეუფე შიო მორიგი პატრიარქების ჩამონათვალში არ იყო. რაც დაზუსტებულად ვიცი, პატრიარქის პოსტზე განიხილებოდა, როგორც ქართული ჯგუფიდან, ასევე რუსული ჯგუფიდან მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა. მეუფე შიოს უფრო ლობირებდა ლევან ვასაძე და ქართული წარმოშობის რამდენიმე ბიზნესმენი დუგინთან ერთად. უფრო პოლიტიკური ჯგუფიდან წამოვიდა მეუფე შიოს კანდიდატურა, რომელზედაც ალბათ უარი არ თქვა რუსეთის საპატრიარქომ. ვინაიდან სწორედ მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებას წინ უძღოდა ილარიონ ალფაევის, რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირის ვიზიტი საქართველოში"- განაცხადა ნესტან კირთაძემ.
შეგახსენებთ, პატრიაქის ცვლილების შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა ბოდმელმა ეპისკოპოსმა იაკობმა. მაღალი იერარქის თქმით, საუბარი დაიწყო, მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა.
მეუფე იაკობის თქმით, შეხვედრას სადაც პატრიაქის ტახტიდან ილია მეორეს ჩამოშორება იგეგმებოდა სამი მაღალჩინოსანი ესწრებოდა. უფრო კონკრეტულად - გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური.
მეუფე იაკობის თქმით, მას "ჩალიჩებოდნენ", რომ მოხდარიყო პატრიარქის გადაყენება და პატრაიქრის ტახტი მეუფე შიო მუჯირს დაეკავებინა.
მეტიც ბოდბელი ეპისკოპოსის მტკიცებით, "ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი იყო, რომ პატრიაქი მოეკლათ".
მეუფე იაკობმა ღიად თქვა, რომ ამ პროცესში ბიძინა იავანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილიც იყო ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები






