"ბავშვების სიცოცხლის მუქარაზე გადავიდნენ... ვასაძე დანაშაულში მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის მონაწილეობის აღიარებას მთხოვდა"- დეკანოზის სკანდალური წერილი
პოლიტიკა - 11:37, 28 Oct, 2019     7759
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი, მამა გიორგი მამალაძე "ტვ. პირველისთვის" გამოგზავნილ სკანდალურ წერილში მთავარი პროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.

სასულიერო პირი ირწმუნება, რომ სწორედ ვასაძეა ის პირი, რომელიც მას არარსებული დანაშაულის აღიარებას "საკუთარი ხელის ბიჭების" საშუალებით აიძულებდა. წერილის ავტორის თქმით, მისი დაკავებით საპატრიარქოს სოსო ოხანაშვილი ჩამოაშორეს და ასევე მეუფე დიმიტრი, პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატი გაანეიტრალეს.

მსჯავრდებული აცხადებს, რომ ის ფარდას ახდის ყველაფერს, რაც საპატრიარქოში ხდება. მამა გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ მისი დაკავების მიზეზი სწორედ იმ პრობლემების დალაგების თხოვნა იყო, რაც ხდებოდა საპატრიარქოში.

"გავრცელდა პროკურორის მამხილებელი წერილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პროკურატურის მიერ დაკვეთილი საქმეების შეკერვა, რასაც მე 2017 წლიდან გავიძახი, სწორედ საქმეების შემკერი ლიდერი პროკურორი, მამუკა ვასაძე გაჰყავთ ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ვასაძე, რომელიც არარსებული დანაშაულის აღიარებას მაიძულებდა და ამ დანაშაულში მეუფე დიმიტრისა და სოსო იხანაშვილის მონაწილეობის აღიარებას მთხოვდა. ეს ის ვასაძეა, რომელმაც არ იცის, რა არის პატივი და ღირსება, დარწმუნებული ვარ, ბატონმა ვასაძემ, არც მორალი და ეთიკა იცის, რადგან თავისი ხელის ბიჭების მეშვეობით, ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნების გარდა, სხვა საუბარსა და აღიარებებს მთხოვდნენ. ჩემი ძმა გყავდათ ეთერში, რომელიც ამბობდა, რომ სინოდის სხდომის მეორე დღესვე იტყოდა უმთავრესს ანუ ფარდას ახდის ყველაფერს, სწორედ ეს არის ყველაზე მძიმე ჩემთვის. ეს იმდენად მძიმე იქნება ეკლესიისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, რომ საფიქრალი მემატება და სადარდებელი. მე არ მსურდა ამ თემაზე საუბარი პატიმრობაში მყოფს, მაგრამ სწორედ თავისუფლებაზე ყოფნისას, როცა ვითხოვდი ამ უმძიმესი საკითხების მოგვარებას ეკლესიის შიგნით, სწორედ ეს გახდა უმთავრესი მიზეზი ჩემი პატიმრობისა, რომლითაც დამატებით მოახერხეს სოსო ოხანაშვილის ჩამოშორება საპატრიარქოდან და მეუფე დიმიტრის, როგორც საპატრიარქო კანდიდატის განეიტრალება“- ნათქვამია წერილში, რომელიც დეკანოზმა საპატიმროდან გამოგზავნა.

მსჯავრდებული დეკანოზი ამბობს, რომ მას ბოლო ორი წელია ლიკვიდაციის შიშში ამყოფებენ. სასულიერო პირის განცხადებით, მას შვილების ლიკვიდაციითა და ძმის, თორნიკე მამალაძის დაკავებით ემუქრებიან.

„მე ორი წელი და რვა თვეა ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ. ამით რომ ვერ შემაშინეს, ბავშვების სიცოცხლის მუქარაზე და თორნიკეს დაკავების მუქარაზე გადავიდნენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ არაფერი იმალება. მე ქრისტესთვის და ეკლესიის სიწმინდისთვის სოცოცხლეც კი არ მენანება“- აცხადებს დეკანოზი მამალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42