თბილისის მერიის პროექტი „ჩემი ადვოკატი“ მედიაციის მიმართულებით მუშაობას იწყებს
პოლიტიკა - 19:26, 26 Oct, 2019     598

თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ ტრენერ-ადვოკატებმა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ოთხდღიანი ტრენინგი - „წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში“ გაიარეს.

პროექტი „მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობას. მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც, მედიატორის დახმარებით, დავების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას გულისხმობს. მედიატორი მხარეებს პრობლემის აღმოჩენაში, სტრატეგიის შემუშავებაში, მოლაპარაკების წარმართვასა და მათთვის მისაღები შედეგის მიღწევაში ეხმარება. მოქალაქე სწრაფად, დაბალი ფინანსური დანახარჯით თავად აგვარებს წარმოშობილ დავას. მედიაციის პროცესი ხელს შეუწყობს სასამართლოს განტვირთვასა და მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას.

კანონი მედიაციის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 27 სექტემბერს მიიღო. მედიაციის, როგორც დავის გადაჭრის ალტერნატიული მეთოდი ამ დრომდე ნაკლებად გამოიყენებოდა, ხოლო პრაქტიკის განსავითარებლად მნიშვნელოვანია კერძო პრეცედენტების შექმნაც, რაც მედიაციასთან დაკავშირებით ცნობიერების, ნდობის და პოპულარიზაციის მიმართულებით პოზიტიურ როლს შეასრულებს.

ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მედიაციის განვითარებას რაც ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტურობას გაზრდის.

ორგანიზაცია „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 მოქალაქეს უწევს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით უფასო იურიდიულ დახმარებას, ხოლო 2020 წლიდან მოსახლეობას დავების მედიაციის მეშვეობით გადაწყვეტასაც შესთავაზებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42