საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სავაჭრო კომპლექსი - “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად გაიხსნება
პოლიტიკა - 17:09, 26 Oct, 2019     1241

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქის ცენტრში, ვაჟა-შაველას N70-ში სავაჭრო კომპლექსი - “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად გაიხსნება. 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აქვს ინოვაციური დიზაინი და წარმოადგენს მრავალფუნქციურ კომპლექსს. „სითი მოლი საბურთალო“ 200-ზე მეტ, უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს მოიცავს. მასში განთავსებულია საქართველოში უდიდესი კინოთეატრი-“კავეა სითი მოლი” ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი “ScreenX” დარბაზით. შენობაში განთავსებულია უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობი და ბოულინგის ცენტრები, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, ასევე სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდული მაღაზიები. სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია მიწისქვეშა ორ დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი, ავტოსადგომით.

„საქართველოს ბანკი ხელ უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს მის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ძლიერი ეკონომიკის საწინადარია. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ მხარს ვუჭერთ თბილისში საკმაოდ მასშტაბური ახალი სავაჭრო ცენტრის პროექტის განხორციელებას. გვჯერა, რომ IG Development Georgia-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობით პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება “- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.

ინფორმაციისთვის, პირველად საქართველოში, „სითი მოლი საბურთალოს“, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეწვიოს და იშოპინგოს ცენტრში განთავსებულ პრემიუმ კლასის სივრცეში, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ცნობილი წამყვანი ბრენდების კონცეპტუალური მაღაზიები. 2019 წლის ბოლომდე სავაჭრო და გასართობ ცენტრში გაიხსნება ცნობილი საერთაშორისო ბრენდების კვების ობიექტები. წლის ბოლომდე ფუნქციონირებას დაიწყებს სავაჭრო და გასართობ ცენტრთან არსებული „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42