"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი "კონტი ჯგუფის" განცხადებასთან დაკავშირებით, დამატებით კომენტარს აკეთებს.
ახვლედიანის თქმით, კონტექსტი, რომლის მიხედვითაც "კონტი ჯგუფი" დათქმულ ვადაზე არ გადის პროექტიდან გადის არასწორად იქნა გაგებული.
"მათ დააფიქსირეს თავისი სურვილი გასვლასთან დაკავშირებით, ჩვენ ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია გვქონდა, მათ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის, მაგრამ ფაქტები არის იგივე, ტრანზაქცია რომელიც შეთანხმდა ზაფხულის განმავლობაში და გასაჯაროვდა თუ არ ვცდები აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში, იყო დაგეგმილი რომ ოქტომბრის ბოლომდე იქნებოდა ყველა ფორმალობა, ნებართვები, მათ შორის მთავრობისგან აღებული, ამ ფორმალობების დასრულება ვერ მოხერხდა, შესაბამისად ტრანზაქცია არ შედგა, "კონტის" აქციების გასხვისება აღარ მოხდა და რჩებიან ისინი აქციონერებად. უახლოეს მომავალში ამგვარი ტრანზაქცია არ იგეგმება და არც ლაპარაკი არაა მათი აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შესაბამისად ისინი რჩებიან აქციონერებად" - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






