"ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებად ეხმაურება.
"ქალბატონო მინისტრო, სოციალურად დაუცველ ადამიანებს სამ-სამი თვით რომ უჩერებთ დახმარებას და შიმშილისთვის იმეტებთ არ კითხულობთ რითი უნდა იარსებონ მათ? ნახევარი მილიონი ადამიანი საარსებო შემწეობით რომ არსებობს, შემთხვევით "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბრალი ხომ არაა?! 4 წლის ანასტასია დედას, რომ ეტყვის მშიაო, რა ქნას იმ დედამ გიფიქრიათ ამაზე? და რამდენ ბავშვს ტოვებთ ასე თვეობით? ვინც ბაღში დადის მათ კიდევ "გაუმართლათ", მხოლოდ უვახშმოდ დაიძინებენ. მაგრამ რა ქნან სკოლის მოსწავლეებმა? განსაკუთრებით იმათ, ვინც არც უფასო სასადილოს სიაში არიან. ვნც უფასო სასადილოს სიაში მოხვდა, ის ერთ ულუფას მიიღებს, დღეში 1,30 თეთრად გამზადებულს. ერთხელ მაინც მიბრძანდით ქალბატონო მინისტრო და გასინჯეთ უფასო სასადილოს საჭმელი, საკუთარ შვილს თუ გაიმეტებდით ასეთი კვებისთვის? არ გეკადრებათ?! არ გეხებათ?! აბა რა გეხებათ? ,,ახალი საქართველოს" სოციალური სამსახური ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასობით ოჯახს გავესაუბრეთ, ვისაც აბსურდული მიზეზებით შეუჩერეთ საარსებო შემწეობა. ესაა სრულიად უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. მათ მიმართ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ზრუნვა და სოციალური დაცვა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, რომ შეეცვალათ ეს არაადამიანური და არაჰუმანური მიდგომა და ოჯახებს გადამოწმებების პერიოდში არ შეუჩერონ დახმარება. მხოლოდ მაშინ შეუწყვიტონ მათ დახმარება, როცა გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ამა თუ იმ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. კედევ ერთხელ მოვითხოვთ შეცვალეთ ეს მავნე პრაქტიკა" - განაცხადა თეონა ჭალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






