"გაცხელებული ე.წ "პაიანიკი" დაადო და დაწვა“ - ქმარი ორსული ცოლის სასტიკი წამებისთვის დააკავეს
პოლიტიკა - 23:59, 25 Oct, 2019     2574
სასტიკი წამება შიდა ქართლში - მამაკაცი ფეხმძიმე ცოლს გახურებული რკინით, რეზინის მილებით და გაყინული წყლით მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით აწამებდა. ძალადობის შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა ფაქტს არავინ ახმაურებდა.


დღეს მამაკაცი დაკავებულია, საქმეში მტკიცებულებები და ჩვენებებიც დევს, თუმცა როგორც ბრალდებულის, ასევე ძალადობის მსხვერპლის ახლობლები მამაკაცს ხელს აფარებენ.

პოლიციას დახმარებისთვის მისამართზე გამოძახებულმა სასწრაფომ მიმართა, რომელსაც სახლში დამწვარი და ნაცემი ახალგაზრდა ქალი დახვდა. მოძალადე მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

წყარო, რომელიც „კურიერს“ ოჯახური ძალადობის მძიმე დეტალებს უყვება, საკუთარ წერილში აღწერს, რომ ახალგაზრდა ქალი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხშირად იყო.

„მთვრალი დავით ოქროპირიძე მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით რეზინის მილის და ღუმელის რკინის საჩხრეკის გამოყენებით სცემდა. ურტყამდა ფეხებში, ბოთლით ასხამდა ცივ წყალს სხეულის სხვადასხვა ადგილას.

აიძულებდა შემძვრალიყო საწოლის ქვეშ. იქ, სადაც იყო „მისი ადგილი“. ერთ დღეს დავით ოქროპირიძემ აიძულა თავისი ცოლი ასულიყო საწოლზე და დამდგარიყო ხელებგაშლილი. გააცხელა ლითონის შესადუღებელი ხელსაწყო, ე.წ პაიანიკი და დაემუქრა, თუ ჩამოუშვებდა ხელებს დაწვავდა. თეამ ვეღარ გაუძლო და ხელები ჩამოწია დაბლა, რა დროსაც ქმარმა გაცხელებული ე.წ „პაიანიკი“ დაადო და დაწვა“, - წერს წყარო.

საქმეში დევს დაზარალებული ქალის დედის ჩვენებაც, რომელიც ძალადობის მსხვერპლზე ამბობს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუმცა დედის ნათქვამი ექსპერტიზამ არ დაადასტურა.

ახლა დაზარალებული ქალი რეაბილიტაციის კურსს გადის. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურას კი აქვს არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს, როგორ ძალადობდა ქმარი საკუთარი შვილების თანდასწრებით ახალგაზრდა ცოლზე.

კურიერს დაკავებული დავით ოქროპირიძის დედა სატელეფონო ინტერვიუზე დათანხმდა და თქვა, რომ ხელსაწყოთი დამწვრობა ახალგაზრდა ქალმა თავად მიიყენა.

იმის გამო, რომ ჩხუბის ფაქტებს 4 და 7 წლის ბავშვებიც ესწრებოდნენ, პროკურატურამ ისინიც გამოკითხა. საქმეში სოციალური მუშაკი ჩაერთო, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან მუშაობდა და მათ უფლებებზე ზრუნავდა.

29 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ერთდროულად 4 მძიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორის მოძალადე ქმარს წლების წინ ჩადენილ დანაშაულსაც ედავებიან - ის ფიზიკურად ცოლს ორსულობის დროსაც უსწორდებოდა.


წყარო: კურიერი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42