უცხოელი ექსპერტები უბრალოდ კონსულტანტები არიან და სხვა სამართლებრივი დატვირთვა მათ ანგარიშს არ გააჩნია - ამბობს „თიბისი ბანკის” დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე.
მისივე შეფასებით, სასამართლომ ე.წ. უცხოელი ექსპერტების დასკვნა მტკიცებულებათა ნუსხიდან ამორიცხა, რადგან ეს ადამიანები არიან უბრალოდ კონსულტანტები და სხვა სამართლებრივი დატვირთვა მათ ანგარიშს არ გააჩნია.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, საქმეს არ დართვოდა საზღვარგარეთ გამოკითხულ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები.
„აღნიშნული მოწმეები მთლიანად აქარწყლებენ ბრალდებას. მისასალმებელია მოსამართლის ეს გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, ამ ფორმით გაგრძელდება საქმის განხილვა. უცხოეთში გამოკითხული მოწმეები არიან პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სესხი, რომელიც შემდეგ გაისტუმრეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, აიღეს გაცილებით ადრე, ვიდრე მაშინ, რა პერიოდზეც პროკურატურა საუბრობს”,- აღნიშნა ზვიად კორძაძემ.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ფულის გათეთრების განზრახვა არ ყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები






