ილურიძის ქუჩის გაგრძელებაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
პოლიტიკა - 17:23, 25 Oct, 2019     545

ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩის ზედა ნაწილში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. საყრდენი კედლების სიგრძე ჯამში, 180 მეტრია. ასევე, 435 მ სიგრძეზე სანიაღვრე ქსელი (კიუვეტი და ცხაურები), ხოლო 470 მეტრზე გზის საფარი მოეწყობა. ტერიტორიის ძირითად ნაწილზე ბეტონის გზა, მცირე მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ამაშუკელი ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ.

„ილურიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გრუნტის გზაზე გადაადგილება ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. კაპიტალურად ვაკეთებთ ამ ქუჩას და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია მთლიანად კეთილმოწყობილი იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ილურიძის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 690 695 ლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42